ეროვნული ნაკრძალის ყოფილი ხელმძღვანელი ოსტაპენკო კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
საილუსტრაციო ფოტო: planbmedia.io
კიევ-პეჩორის ლავრის ეროვნული ნაკრძალის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა მაქსიმ ოსტაპენკომ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც წერს «Факты», მან ადვოკატებთან კონსულტაცია გაიარა მას შემდეგ, რაც მისი გათავისუფლების შესახებ შეიტყო.
ნაკრძალის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, „ის, რაც მოხდა და როგორც ხდება, მენეჯერსა და დამსაქმებელს შორის ნორმალური ურთიერთობების პრაქტიკის სრული დაცინვაა“.
„და ამას სასამართლოში გავასაჩივრებ“, - თქვა ოსტაპენკომ.
ის კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ შორნიკოვს, უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს. ოსტაპენკო აცხადებს, რომ შორნიკოვმა მას გათავისუფლების ბრძანება ოთხშაბათს საღამოს გადასცა. დაახლოებით საღამოს 8:00 საათზე დეპარტამენტის დირექტორმა დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ავტო-სადგომზე შეხვდებოდნენ.
„ქუჩაში, შებინდებისას, მან მანქანის კაპოტზე დოკუმენტების გაშლა დაიწყო, ამბობდა, რომ მე სამსახურიდან გამათავისუფლეს მასალების გაცნობის, ახსნა-განმარტების დაწერის ან წინააღმდეგობის გამოთქმის შესაძლებლობის გარეშე. უფრო მეტიც, მისმა მოადგილემ ჩემი ნებართვის გარეშე დაიწყო გადაღება. „ამ საქციელით ისინი გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრუნდებიან“, - დარწმუნებულია ლავრის ნაკრძალის ყოფილი ხელმძღვანელი.
როგორც მჟკ-მა დაწერა, ადრე კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ნიკოლაი ტოჩიცკიმ განაცხადა, რომ მან ოსტაპენკო ლავრაში „მოსკოვური სულის წინააღმდეგ სათანადო ბრძოლის არარსებობის“ გამო გაათავისუფლა. მოგვიანებით, დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ნაკრძალის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ისტორიულ შენობაში განთავსებული კაფესა და არაკოორდინირებული სარემონტო სამუშაოების გამო.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.