უმე-ის მორწმუნეების ლოცვითი დგომა ხოტინის მერიასთან
2022 წლის 7 თებერვალს, ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიის ხოტინის დეკანოზმა, სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა გამართეს ლოცვითი დგომა ჩერნივცის რაიონის ხოტინის საქალაქო საბჭოს კედლებთან, მათ მოითხოვეს, რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს იჯარის ხელშეკრულება წმინდა კეთილშობილი თავადის ალექსანდრე ნეველის სახელობით ტაძართან, რომელიც დახურა ნაკრძალის "ხოტინსკაიას ციხესიმაგრე" ხელმძღვანელობამ და აქტივისტების თხოვნით, გეგმავენ მეუ-ს სარგებლობაში გადაცემას. ლოცვითი დგომის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე უმე-ის ეპარქიის გვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის მრევლმა დამოუკიდებლად აღადგინა ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული ტაძარი, რომელიც 1990-იან წლებში დანგრეულ მდგომარეობაში გადაეცა უმე-ს.
მორწმუნეებთან ერთად ლოცვაზე იმყოფებოდნენ ხოტინის რაიონის დეკანოზი, მღვდელმთავარი ანატოლი მანდრიუკი, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობითი ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი პაველ კორიტნიკი და ხოტინის ეპარქიის სასულიერო პირები.
მანამდე ,,ერისკაცებმა’’ უკრაინის კულტურის მინისტრს სთხოვეს დახმარება გაეწია უმე-სთვის ხოტინის ეკლესიის დაბრუნებაში.
უმე-ს საზოგადოებასთან შეთანხმების დარღვევის ინიციატივა წამოიჭრა მეუ-ს აქტივისტებისგან, რომლებმაც ზეწოლა მოახდინეს ხოტინის ციხის ნაკრძალის ხელმძღვანელობაზე, რათა ალექსანდრე ნეველის სახელობითი ეკლესია სქიზმატიკოსებისთვის გადაეცათ.
როგორც მჟკ იტყობინება, უმე-ის ხოტინის მრევლმა განაცხადა მზადყოფნა ბოლომდე დაეცვათ ალექსანდრე ნეველის სახელობითი ტაძარი მეუ-ს ხელყოფისგან.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.