ივანო-ფრანკოვოში გაეროს გადაწყვეტილების მიუხედავად ტაძრიდან აგდებენ მრევლს
ივანო-ფრანკოვსკში უმე-ს მრევლს ტაძრიდან აძევებენ. ფოტო: СПЖ
ივანო-ფრანკოვოში უკრაინის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ასახლებენ თემს უმე-ს ფერიცვალების ტაძრიდან, რომელიც მდებარეობს მისამართზე ჩერნოვოლის ქ. 6 და 6 ბ, წერდა გამოცემა "შენი ქალაქის პრავდა".
7 თებერვალს ფრანკოვოს ჟურნალისტი და საზოგადო აქტივისტი ვიტალი ჩერნენკი იტყობინება, რომ ტაძრის ტერიტორიაზე მოვიდნენ აღმასრულებელი სამსახურის წარმომადგენლები და დაიწყეს მრევლის გამოსახლების პროცესი. რამდენიმე ათეული ადამიანის თვალწინ ზედამხედველებმა დალუქეს საეკლესიო მაღაზია. შენობასთან რატომღაც მოვიდა სახანძრო მანქანა.
"გააღეთ საეკლესიო მაღაზია, რათა ჩვენ არ დავამტვრიოთ ბოქლომები, ჩვენ მზად ვართ ყველა თქვენი ნივთი მივიტანოთ მისამართზე",- სთავაზობენ ვიდეოში დაუდგენელი პირები, ალბათ, სასამართლო აღმასრულებლები ან ჩინოვნიკები.
კიდევ 3 თებერვალს რადიოს ეთერში "დასავლეთ პოლუსი" ივანო-ფრანკოვოს მერმა რუსლან მარცინკივმა განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლოს მთვრობამ მოიგო ყველა სასამართლო ინსტანცია შენობის იჯარის შეწყვეტის შესახებ. რამდენადაც მორწმუნეებმა უარი თქვეს დაეტოვებინათ შენობა, ჩინოვნიკებმა დახმარებისთვის მიმართეს აღმასრულებელ სამსახურს. გამოსახლების პროცესს კურირებს ქალაქის განათლების დეპატრამენტი, რომელმაც უნდა მიიღოს ფართი საბავშვო ბაღის განთავსებისათვის.
"ახლა პირველი ეტაპია, როდესაც არის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად მუშაობს აღმასრულებელი სამსახური. თუ ეს პროცესი დასრულდება, შემდეგი ნაბიჯი იქნება მუშაობა საბავშვო ბაღის დაგეგმარების დოკუმენტაციაზე",- თქვა ივანო-ფრანკოვოს საქალაქო საბჭოს განათლებისა და მეცნიერების დეპატრამენტის დირექტორმა იგორ მაქსიმჩუკმა.
სასამართლო დავები ტაძრის ირგვლივ გაგრძელდა არაერთი წელი, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ დაბლოკა უმე-ს ტაძრიდან გამოსახლების გადაწყვეტილება ივანო-ფრანკოვოში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.