მეუ-ს „მღვდელმა“ ოდესაში მუსულმანურ იფტარში მიიღო მონაწილეობა

თეოდორე ორობეც (ცენტრი, ჯვრით) იფტარის მონაწილეებით. ფოტო: facebook.com/od.eparchy
ოდესაში ჩატარდა სამხრეთ უკრაინის მეორე რეგიონალური იფტარი ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსისა და უკრაინის მუსულმანთა სულიერი სამმართველოს «Умма»-ს პატრონაჟით. ინფორმაციას ოდესის ეპარქიის პრესსამსახური ავრცელებს.
მეუ-ს სტრუქტურიდან ღონისძიებაში მონაწილეობდა ოდესის ეპარქიის მდივანი „დეკანოზი“ თეოდორე ორობეცი, რომელიც მოვიდა იფტარზე ოდესისა და ბალტიის „არქიეპისკოპოს“ ათანასეს „კურთხევით“.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს მარტო საღამოს გამასპინძლება კი არ ყოფილა, არამედ „კონფესიათაშორისი დიალოგისა და ეთნოსთა შორის ადგილი“.
ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ საოლქო ხელისუფლების, სხვადასხვა კონფესიათა წარმომადგენლები, სამხედროები, კაპელანები, ვოლონტიორები და საზოგადოებრივი აქტივისტები.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მეუ-ში მარხვაში ძეხვის ჭამა ნებადართულია.
წაიკითხეთ ასევე
25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს
ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.
პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
„სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული აღტაცებითა და ძმური პატივისცემით შესცქერის საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან, მამაც გზას“ — აღნიშნა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მილოცვაში.
მიტროპოლიტმა ნიკოლამ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოგზავნილ მილოცვაში მღვდელმთავარმა წმინდა ნინოს ღვაწლსა და ქართველი ერის მიერ საუკუნეების განმავლობაში სარწმუნოების შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება.
წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა
სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.
შემოქმედის ეპარქიის 36 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები მოქმედებს
სასულიერო პირები მოსწავლეებთან ერთად ზნეობრივ ღირებულებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობენ.
ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ათონის მთაზე პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი ათონის მთაზე 24 ოქტომბრამდე დარჩება, მთავარი გაჩერება კი ზოგრაფის მონასტერი იქნება.