პოლონელმა დეპუტატებმა ლგბტ თემაზე პროტესტის ნიშნად „ღვთისმშობელი“ იმღერეს
ქალაქ სტარი სონჩის დეპუტატები მღერიან «ღვთისმშობელო». ფოტო: eadaily.com
პოლონეთის ქალაქ სტარი სონჩის საკრებულოს დეპუტატებმა გააპროტესტეს საკანონმდებლო ცვლილება ლგბტ იდეოლოგიის მიმართ ტოლერანტობის შესახებ, იგალობეს ძველი დასავლური რუსული და პოლონური სიმღერა „ღვთისმშობელი“, იტყობინება Edaily.com.
საკრებულოს თავმჯდომარემ ანდჟეი სტავიარსკიმ დეპუტატებს წინასწარ განუცხადა, რომ პროკურატურიდან მიიღო წერილი გენდერისა და ლგბტ იდეოლოგიის აღკვეთის შესახებ ორი წლის წინ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით.
სტავიარსკიმ ჰკითხა, შეცვალეს თუ არა დეპუტატებმა აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი კითხვის საპასუხოდ პარტია ,,კანონისა და სამართლიანობის’’ დეპუტატმა რობერტ რემსმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია ამ საკითხის განხილვა რომ უწევს.
თავის მხრივ, ამავე პარტიიდან ლიდია შევჩიკმა განაცხადა: „მივმართავ ყველა დეპუტატის სინდისს. როგორც ვიცი, კათოლიკეები ვართ და ეკლესიაში დავდივართ. ეს იქნება კერპთაყვანისმცემლობა, თუ ამ ეტაპზე მივიღებთ უარყოფას რეზოლუციაზე, რომელსაც მაშინ ვუყრიდით კენჭს“.
ამ სიტყვების შემდეგ შევჩიკმა იმღერა ლიტვის დიდი საჰერცოგოსა და პოლონეთის სამეფოს უძველესი რელიგიური სიმღერა „ღვთისმშობელო“ (პოლონური ,,ბოგოროდიცა’’ - რედ.) და ფეხზე წამოდგა. მის მაგალითს იმავე პარტიის სხვა წევრებიც მიჰყვნენ.
მან იმღერა სიმღერის პირველი რამდენიმე სტრიქონი, რომელიც არ უნდა აგვერიოს საგალობელში „ღვთისმშობელო, ქალწულო, გიხაროდენ!“: «Bogurodzica, dziewica, Bogiem sławiena Maryja! U twego syna, Gospodzina, matko zwolena Maryja! Zyszczy nam, spuści nam. Kirielejson».
"ბაგაროდიცა" არის ლიტვის დიდი საჰერცოგოსა და პოლონეთის სამეფოს უძველესი რელიგიური სიმღერა, ჩაწერილი წერილობით და უძველესი შემორჩენილი პოეტური დასავლური რუსული და პოლონური ტექსტი, თუმცა გალობის ენა არ არის პოლონური.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პოლონეთს მოუწოდებდნენ ებრძოლოს ლგბტ იდეოლოგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ცივილიზაციას.
წაიკითხეთ ასევე
ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.
ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა
შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.