აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ ბევრ რამეს გავაკეთებთ რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფისთვის

ვიცე პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი საუბრობს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო სამიტზე ვაშინგტონში. 2025 წლის 5 თებერვალი ფოტო: Christian Daily International

2025 წლის 5 თებერვალს ვიცე-პრეზიდენტი ჯ. დ ვენსი გამოვიდა რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო სამიტზე ვაშინგტონში და მოახდინა აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ რელიგიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ძირითადი ღირებულებების მხარდაჭერის დემონსტრირება, იუწყება Christian Daily.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: „ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ გადადგა ნაბიჯები მორწმუნეთა უფლებების დასაცავად: მღვდელთა გადარჩენა, რომლებიც უცხოური რეჟიმების მიერ არიან დევნილები, დახმარების გაწევა იეზიდი ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ, ვინც შეეჯახა გენოციდს და ტერორს ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოს მხრიდან“.

ვენსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პირველმა ვადამ მიიღო მაღალი შეფასება რელიგიური ამერიკელების მხრიდან. ვენსის სიტყვებით, ტრამპმა განახორციელა მნიშვნელოვანი ქმედებები რელიგიური თავისუფლების დასაცავად, ის ებრძოდა ანტისემიტიზმს და იბრძოდა რელიგიურ მსახურთა უფლებებისთვის.

ჯ. დ. ვენსი არწმუნებდა დამსწრე საზოგადოებას, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში აუცილებელია იმ რეჟიმთა  გამიჯვნა, ვინც პატივს სცემს რელიგიურ თავისუფლებას და ვინც ამას არ აკეთებს. 

„როგორც სახლში, ასევე საზღვარგარეთ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბევრი რამ, რომ ყველა მორწმუნესთვის მთლიანად ვუზრუნველყოთ რელიგიური თავისუფლება“, - განაცხადა ვენსმა. 

ბოლოს მან მადლობა გადაუხადა სამიტის მონაწილეებს მათი გულმოდგინე მუშაობისთვის  და თქვა: „ვოცნებობ, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ყველა ადამიანის  ღირსებისა და აგრეთვე ყველა მორწმუნე ადამიანის უფლებების დაცვა“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ტრამს მოუწოდეს რელიგიური თავისუფლების პროექტების ფორმირების განახლება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.