რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ზაპოროჟიში წმინდა ანდრიას საკათედრო ტაძარი გაანადგურა

წმინდა ანდრიას სახელობის ტაძარი. ფოტო: Запорожская епархия

18 იანვარს ზაპოროჟიეზე რუსული ბალისტიკური რაკეტებით დილის იერიშის დროს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა ანდრიას ტაძარი ძლიერ დაზიანდა.

ნამსხვრევებმა დააზიანა ტაძრის სახურავი, გუმბათი, ჭერი, ფანჯრები და საკლასო ოთახები.

ზაპორიჟჟიას ეპარქია მრევლს დახმარებას სთხოვს აფეთქების შედეგებთან გამკლავებაში.

„ვთხოვთ ყველა მათ, ვინც გულგრილი არ არის, გაგვიწიოს დახმარება, თუ ეს შესაძლებელია და ნებისმიერი თანხა გადარიცხოს წმინდა ანდრიას ტაძრის ანგარიშზე!

ვთხოვთ ყველას, ვისაც აქვს ძალა და უნარი, მოვიდეს და დაგვეეხმაროს აფეთქების შედეგების აღმოფხვრაში და წესრიგის აღდგენაში (დასუფთავების იარაღები თან იქონიოს)“, - წერს ეპარქიის პრესსამსახური.

მორწმუნეები ტაძრის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ნამსხვრევებისგან ასუფთავებენ ტაძარს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

„ტაძარში იყო მორიგე, რომელიც იქ 24 საათის განმავლობაში იმყოფება და ერთი ქალი მრევლი, რომელიც ყოველთვის ადრე მოდის. როდესაც მორიგემ მრევლს ტაძრის კარები გაუღო აფეთქებაც სწორედ მაშინ მოხდა. "არავინ დაშავებულა, მადლობა ღმერთს, მაგრამ თქვენ თავად ხედავთ, რა მოჰყვა ამ აფეთქებას", - თქვა თვითმხილველმა დეკანოზმა კონსტანტინე კოსტიუკოვიჩმა.

უკრაინის მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირის ცნობით, 2023 წლის 23 ივლისს ღამით, რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმის გამო, ოდესაში უმე-ის ფერისცვალების ტაძარი პრაქტიკულად განადგურდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.