პაპმა მადლობა გადაუხადა ბართლომეს ერთიანობის აღდგენისათვის მისწრაფების გამო
პაპი ფრანცისკე და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: vaticannews.va
რომის პაპი ფრანცისკე ერთიანობის აღდგენისათვის ფანარიონის მეთაურის მისწრაფების მადლიერია. ამაზე რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა დაწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესადმი გაგზავნილ მილოცვაში, რომელიც 2021 წლის 22 ოქტომბერს აღნიშნავს თავისი პატრიარქობის 30 წელს, იუწყება Vatican News.
პაპმა მიუთითა იმ "მჭიდრო კავშირებზე", რაც აკავშირებს მათ პატრიარქთან, და მადლობა გადაუხადა ფანარიონის მეთაურს იმისათვის, რომ ის "დაუღალავად უჩვენებს დიალოგის გზას სიყვარულსა და ჭეშმარიტებაში" როგორც ქრისტეს მორწმუნეების შერიგებისა და მათი სრული ერთობის აღდგენის ერთადერთ შესაძლებლობას.
"ღმერთის წყალობით ეს დარჩება იმ გზად, რომელზეც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ერთად სიარულს, რამდენადაც ახლო კავშირი და სოლიდარობა ჩვენს ეკლესიებს შორის- ეს შეუცვლელი წვლილია საერთო ძმობასა და სოციალურ სამართლიანობაში, რაც კაცობრიობას ასე მწვავედ ესაჭიროება",-დაწერა რკე-ს მეთაურმა.
მჟკ წერდა, რომ ფანარიონის მეთაური ლოცულობს პაპის ჯანმრთელობაზე "ერთიანობის მისიის განხორციელებისათვის".
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.