კანონი სახელის გადარქმევა მიმართულია უმე-ს ლიკვიდაციაზე, - მიტრ. კლიმენტი

უმე-ს მრევლი ლიტანიობაზე კიევში. ფოტო: mospat.ru

უკრაინის კანონი №2662- VIII ( სახელის გადარქმევის თაობაზე) მიღებულ იქნა პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციის მიზნით, განაცხადა პორტალ „მართლმადიდებლობა.Ru” -  თვის მიცემულ ინტერვიუში ნეჟინისა და პრილუკიის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.

მისი სიტყვებით, ამ კანონით, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, ხელისუფლება ცდილობს შეაშინოს კანონიკური ეკლესია. „ის, როგორც დამოკლეს მახვილი ეკლესიის ზემოთ ჰკიდია. ცუდად მოიქცევი - და რომელიმე ჩინოვნიკის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საოლქო სასამართლოს მიერ დადებული აკრძალვების ნიველირება. და  მორჩა - პროცესი თავისთავად წავა“, - თვლის უმე-ს იერარქი.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ფაქტიურად სახელწოდების ცვლილება არ შეცვლის უმე-ს მორწმუნეების დამოკიდებულებას თავისი იერარქების მიმართ, მაგრამ მას შეუძლია დარტყმის ქვეშ დააყენოს ის, რაც ეკლესიამ შექმნა და ააღორძინა უკრაინაში დამოუკიდებლობის წლებში. „ჩემმა მრევლმა იცის, თუ რომელ ეკლესიას ვეკუთვნი, ვინაა ჩემი პატრიარქი, ვინაა კიევის მიტროპოლიტი ჩემთვის. და ისინი დიდი ხანია გაერკვნენ ამაში. თუ სხვაგვარად ვიწოდები, ამით არაფერი შეიცვლება. თუმცა, სახელმწიფო ამ კანონს იმისთვის იღებდა, რომ მოეხდინა უმე-ს ლიკვიდაცია - განაცხადა მიტროპოლიტმა კლიმენტმა. - თუმცა, თუ ჩვენ თავს რუსულ ეკლესიას ვუწოდებთ, მაშინ ჩვენთან, უკრაინაში ვინ დადებს ჩვენთან შეთანხმებას? სანამ ყველა დოკუმენტს გადააკეთებენ, ვფიქრობ, რომ დაიწყება უძრავი ქონების გაყოფა და ჩვენი ეკლესიას დაკარგავს იმის მნიშვნელოვან ნაწილს, რაც მან შექმნა და ააღორძინა ბოლო 30 წლის განმავლობაში“.

როგორც მჟკ წერდა, „ერისკაცებმა“ განაცხადეს, რომ მინისტრთა კაბინეტი ღიად დადგა ანტისაეკლესიო კანონების დაცვის მხარეს.

წაიკითხეთ ასევე

ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.