პატრიარქ ბართლომეს შეჭრა უკრაინაში სიგიჟეა, - რმე-ს წინამძღოლი
პატრიარქი კირილი. ფოტო: patriarchia.ru
2021 წლის 27 სექტემბერს სსკგ-ის თავმჯდომარის, ვოლოკალამის მიტროპოლიტ ილარიონისა და მისი მოადგილეებისთვის საეკლესიო ჯილდოების გადაცემის დროს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის შეჭრა უკრაინაში არის სიგიჟე, გვატყობინებს რმე-ს სსკგ-ის საიტი.
იმ უმნიშვნელოვანესი ამოცანების რიცხვს, რომლებიც დგას რმე სსკგ-ის წინაშე, პატრიარქ კირილის აზრით, განეკუთვნება „განხეთქილების დაძლევის სამუშაო მსოფლიო მართლმადიდებლობაში, რომელიც გამოწვეულია კონსტანტინოპოლის პატრიარქის უკრაინაში უკანონო, ანტიკანონიკური და ვიტყოდი კიდეც, გიჟური შეჭრის შედეგად“.
„მივცემ თავს უფლებას ასე განვაცხადო, რადგანაც კარგად ვიცნობ პატრიარქ ბართლომეს - ის, ალბათ თავისი გონებით და ნებით არ მოქმედებდა“, - ხაზი გაუსვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა.
ამასთან, პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ არ იღებს იმ არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იმყოფებოდა რა გარე ზეწოლის ქვეშ, ვერ მოიქცეოდა სხვაგვარად.
„მაშ, როგორ ვიქცევით ჩვენ სხვაგვარად, ვცხოვრობთ რა ათეისტურ სახელმწიფოში? ჩვენ ვერანაირი საფრთხობელათი ვერ შეგვაშინებენ - ჩვენ ყველაფერი გავიარეთ და არ შეგვიწყვეტია ურთიერთობა არც ერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მაშინ ხშირად იწოდებოდა „ამერიკული იმპერიალიზმის კუდად“. ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ ურთიერთობებს, დავდიოდით ერთმანეთთან, ვიწვევდით დელეგაციებს. ამიტომაც, როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ დღეს პატრიარქი ბართლომე თითქოს სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, მინიშნება კეთდება რა გარეშე ძალებზე, მე არ ვიღებ ამ არგუმენტაციას“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.
მან ასევე შეგვახსენა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქებს შორის „იყვნენ მოწამეები და აღმსარებლები, ერთ-ერთი მათგანი, პატრიარქი გიორგი საპატრიარქოს კარებზე ჩამოახრჩვეს“, ხოლო „კონსტანტინოპოლი ყოველთვის იყო მართლმადიდებლობის ბურჯი“.
„და ჩვენ ადამიანურად ძალიან განვიცდით, რომ დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი განხეთქილებაში წავიდა, რადგანაც ის ეზიარა განხეთქილებაში მყოფებს და ცნო თვითმარქვიები, რომელთაც არ გააჩნიათ კანონიერ ქიროტონია, არ ჰყავთ კანონიკური მღვდელმთავრები“, - დაასკვნა რუსეთის ეკლესიის წინამძღოლმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა კირილმა ფანარიონის მეთაურს განხეთქილებაში მყოფი უწოდა.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.