ნიკოპოლში რუსეთის თავდასხმის შემდეგ დამწვარი უმე-ის ტაძარი ნანგრევებისგან გაანთავისუფლეს

ღვთისმშობლის ხატის ,,ზეციური ნიშანი'' სახელობის ტაძარი ნიკოპოლში. ფოტო: Фейсбук Натальи Марущак

ნიკოპოლში, დნეპროპეტროვსკის ოლქში, 12 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შედეგად, ღვთისმშობლის ხატის "ზეციური ნიშანი" სახალობის ტაძარი თითქმის მთლიანად დაიწვა. როგორცუმე-ის მრევლმა ნატალია მარუშჩაკმა 10 ოქტომბერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, მორწმუნეებმა და მზრუნველმა ადამიანებმა მოახერხეს ტაძრის გასუფთავება ნანგრევებისგან.

„ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხეთ ტაძრის გასუფთავება ნანგრევებისგან. ახლა სპეციალისტები მუშაობას აგრძელებენ რომ გადახურონ ტაძარი და დალუქონ მშვიდობის დამყარებამდე.“, - წერს ქალი.

ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე ეროხინი და საეკლესიო საბჭო მადლობას უხდის ყველას, ვინც მრევლს ამ რთულ პერიოდში ლოცვით, შრომითა და შემოწირულობებით დაუჭირა მხარი.

როგორც მჟკ იტყობინება, 2022 წლის აგვისტოში ტაძარი საომარი მოქმედებების შედეგად ერთხელ უკვე დაზიანდა.

დიდუბის პანთეონში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.