ბართლომე აერთიანებს მართლმადიდებლობას მხოლოდ თავის ფანტაზიებში, - ექსპერტი

ფონდ «Украинская политика»/UP Foundation ხელმძღვანელი კონსტანტინე ბონდარენკო. ფოტო: uapolicy.org

უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის დროს მან უარი განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებთან შეხვედრაზე, რამდენადაც ისინი არ აღიარებენ მის „მსოფლიო“ უფლებამოსილებებს, რომელიც მხოლოდ ფანარიონის მეთაურის ფანტაზიებში არსებობს, თქვა მჟკ-თან კომენტარის გაკეთებისას  ფონდი „უკრაინის პოლიტიკა”/UP Foundation ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა, პოლიტოლოგმა კონსტანტინე ბონდარენკომ.

ის თვლის, რომ პატრიარქი ბართლომე „ ცხოვრობს თავის ტალღაზე“, სრული რწმენით, რომ მის მიერ მეუ-ს შექმნამ გააერთიანა მართლმადიდებელი უკრაინელები, თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. „მას (პატრიარქი ბართლომე- რედ.) ალბათ, სჯერა, რომ მისი ქმედებები იყო მართებული და ის აერთიანებს მართლმადიდებელ სამყაროს. სინამდვილეში მას შეაქვს სერიოზული განხეთქილება და ეს ეხება უკვე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლობასაც“, - განაცხადა ექსპერტმა.

კონსტანტინე ბონდარენკო თვლის, რომ უმე-ს დევნის გაძლიერება ხელისუფლების მხრიდან  უკრაინაში ფანარიონის მეთაურის ვიზიტით არ იქნება პროვოცირებული, რამდენადაც მისი მომწვევი პოლიტიკოსები ხელმძღვანელობდნენ თავიანთი პიარით და არა რელიგიური მოტივებით. ამასთან, შესაძლებელია ტაძრების მიტაცების ახალი მცდელობები მეუ-ს მომხრეების მხრიდან. „ეს ნავთს ასხამს ცეცხლში და იქნება ტაძრების მიტაცების მცდელობები, მაგრამ რეალურად მოცემულ სიტუაციაში ვფიქრობ: პრეზიდენტის ოფისმა აღნიშვნა გააკეთა „ჩამოვიდა ბართლომე“, შედგა ფოტოსესია და ამით ყველაფერი დასრულდა, - განაცხადა პოლიტოლოგმა. - ისინი, ვინც ის მოიპატიჟა, აზროვნებენ არა ეკუმენიზმის, რელიგიურობის, რწმენის კატეგორიებით, ისინი აზროვნებენ პიარისა და იდეოლოგიური მანიპულაციების კატეგორიებით და სულ ესაა“.

როგორც ადრე მჟკ წერდა, ფანარიონის მეთაურის ვიზიტი ზრდის მეუ-ს უნიატებთან კავშირის ალბათობას, თვლის ექსპერტი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.