ბართლომეს ვიზიტის მერე რელიგიური დაძაბულობა იმატებს, - ექსპერტი

პოლიტიკური ექსპერტი რუსლან ბორტნიკი. ფოტო: facebook/Ruslan Bortnik

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლის შემდეგ რელიგიურმა დაძაბულობამ  უკრაინაში შეიძლება იმატოს. ამის შესახებ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში თქვა პოლიტიკურმა ექსპერტმა, „უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა.

„ეს იყო პოლიტიკური ვიზიტი, მაგრამ არა შემრიგებლური, კომპრომისების ძიების, მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზის. მთლიანობაში ის ინარჩუნებს ან ზრდის იმ რელიგიურ დაძაბულობას, რომელიც დღეს უკრაინაში არის“, - თქვა მან.

ექსპერტმა განმარტა, რომ ფანარის მეთაურის შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, რეგიონებში რადიკალური წრეების მიერ შეიძლება აღქმული იყოს „როგორც იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას“. ამან კი, რუსლან ბორტნიკის აზრით, „თავის მხრივ შეიძლება ბიძგი მისცეს ახალ დაპირისპირებებს, უკრაინის რეგიონებში ტაძრების მიტაცების ახალ  მცდელობებს  და რელიგიურ გაერთიანებებს შორის კონფლიქტებს“.

ბევრი ექსპერტი და საზოგადო მოღვაწე ელოდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და დისკრიმინაციის გამძაფრებას პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ჩამოსვლისა  და მისი  ხელისუფლებასთან შეხვედრების  შემდეგ. ვიზიტის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე არაერთხელ აფრთხილებდნენ თვით უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიაში.

წაიკითხეთ ასევე

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.

მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა

22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა

საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.