სინოდმა ახალი ვიკარი ეპისკოპოსი აირჩია ფეოდოსიის უმე-ს ეპარქიისათვის
არქიმანდრიტი აგაფონი. ფოტო: Фейсбук-страница епископа Виктора (Коцабы)
2021 წლის 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე უმე-ს წმინდა სინოდმა აირჩია კიევ-პეჩერის მიძინების ლავრის სავანეში მცხოვრები არქიმანდრიტი აგაფონი (ოპანასენკო) კოქტებელის ეპისკოპოსად, ფეოდოსიის ეპარქიის ვიკარად. ამაზე იტყობინება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
არქიმანდრიტი აგაფონი (ვიაჩესლავ ოპანასენკო) დაიბადა 1977 წლის 13 ნოემბერს ხარკოვში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1994-წლიდან 1995-წლამდე ეწეოდა მნათეს და იპოდიაკვანის მორჩილებას ხარკოვის ხარების ტაძარში. 1999 წელს დაამთავრა ოდესის სასულიერო სემინარია, ხოლო 2003 წელს-კიევის სასულიერო აკადემია. 2003-დან 2004 წლამდე ასწავლიდა ხარკოვის სასულიერო სემინარიაში.
2004 წელს მიიღეს კიევ-პეჩერის ლავრის საძმო თემში მარჯვენა კლიროსის მორჩილებაზე. იმავე წლის სექტემბერში ის აღკვეცეს ანაფორაში სახელით ვიაჩესლავი, ჩეხეთის წმინდანის ვიაჩესლავის პატივსაცემად, ხოლო ოქტომბერში აკურთხეს დიაკვნად კიევ-პიჩერის ლავრის მიძინების ტაძარში.
2005 წლის 23 მარტს აღიკვეცა მანტიაში სახელით აგაფონი ღირსი აგაფონ პეჩერსკის პატივსაცემად, 2006 წლის 11 სექტემბერს აკურთხეს მღვდელმონაზონად. წმინდა აღდგომის დღისათვის 2009 წელს დაჯილდოვებულია გამშვენებული ჯვრით.
2015 წლის 28 აგვისტოს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 2018 წლისათვის კიევ-პეჩერის ყველა წმინდანთა დღესასწაულზე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით. იყო კლიროსის, მღვდლის მორჩილებაში, ხოლო 2018 წლის 20 დეკემბრიდან კიევ-პეჩერის ლავრის საეკლესიო საკუთრების განმკარგულებლად.
ასევე მჟკ წერდა, რომ უმე-ს წმინდა სინოდმა დალოცა ორი ახალი მონასტრის დაარსება და მიიღო გადაწყვეტილება აკურთხონ ხუთი ახალი ადგილობრივი წმინდანი.
წაიკითხეთ ასევე
ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.
ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა
შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.