გაეროში ანალიზისთვის ანტიეკლესიური კანონი მოითხოვეს
გაერო გვპირდება 8371 კანონის გაანალიზებას. ფოტო: pixabay.com
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველომ დაიწყო 8371 კანონის დებულებათა შესწავლა, სადაც აისახება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობის ფაქტიური აკრძალვა. ამის შესახებ იტყობინება ამ სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ელისაბედ ტროსელი, იტყობინება რუსეთის მასმედია.
„ჩვენ ვიცით უკრაინის პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების შესახებ და ვიმყოფებით მისი დებულებების ანალიზის პროცესში“, - განაცხადა ტროსელმა.
გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენელმა პეტერ სტანომ აგრეთვე კომენტარი გააკეთა მიღებულ კანონზე.
„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ უკრაინის პარლამენტის მიერ 20 აგვისტოს კანონის დამტკიცება, რომელიც უსაფრთხოებისა და რუსეთის საგარეო ჩარევის აღმოფხვრის მიზნით, კრძალავს უკრაინაში იმ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან არიან დაკავშირებულები”.
მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ უკრაინის კონსტიტუციაში არის ნორმები, რომელთა მიხედვით ქვეყანაში დასაშვებია მოქალაქეთა მიერ არჩევანის თავისუფლება აღმსარებლობისა და შეხედულებათა სფეროში. ეს ემთხვევა ევროპულ ადამიანის უფლებათა კონვენციას და ევროკავშირის ქარტიას ძირითადი უფლებების შესახებ. სტანოს სიტყვებით, გაერთიანებაში სწამთ, რომ უკრაინა უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების ამ უფლებათა დაცვას.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უკრაინის მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა გაეროს მოწოდებები იმის შესახებ, რომ, მოქმედებათა გეგმის შესრულების ფარგლებში, გადადგას სასიკეთო ნაბიჯები რელიგიური შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლისას.
წაიკითხეთ ასევე
ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.
ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა
შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.