უმე-ში გამოაქვეყნეს პოჩაევში ბერ-მონაზვნების ყრილობა

ბერ-მონაზვნების ყრილობა პოჩაევში. ფოტო: news.church.ua
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში წარმოადგინეს მოხსენებების ვიდეოჩანაწერი, რომელიც მიძინების სახელობის პოჩაევის ლავრაში ბერ-მონაზონთა ყრილობაზე გაჟღერდა.
ფორუმის მონაწილეთა გამოსვლების ვიდეო, რომელიც შედგა 2021 წლის 15 ივლისს, გამოქვეყნდა ლავრას YouTube-არხზე. ხსნის გზა.
ყრილობის ფარგლებში გამოვიდნენ:
- ყრილობის თავმჯდომარე, მიძინების სახელობის კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღოლი, უმე-ს მონასტრების საქმეთა სინოდალური საქმეების მეთაური ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტი პავლე: „ბერ-მონაზვნობის როლი და მნიშვნელობა ადამიანის სულის ცხონებაში“;
- მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ქალთა მონასტრის წინამძღოლი ოდესაში, იღუმენია სერაფიმა (შევჩიკი): „ბერ-მონაზვნობა - კანონიკური მართლმადიდებლობის ბურჯი“;
- კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ბელოგოროდის ეპისკოპოსი სილვესტრი: „სიტუაცია მსოფლიო მართლმადიდებლობაში უკრაინაში პატრიარქ ბართოლომეოსის მოქმედებების შედეგად და უმე-ს ბერ-მონაზვნების შესაძლო წვლილი მის გადასაწყვეტად“;
- უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატუ ანდრეი დერკაჩი: „საფრთხე მართლმადიდებლობისთვის“;
- პოჩაევის ლავრის წინამძღოლი, პოჩაევის მიტროპოლიტი ვლადიმირი: „ბერმონაზვნობა თანამედროვე სამყაროში“ (ვიდეოჩანაწერი არაა, -რედ.);
- მიძინების სახელობის ზიმნენსკის სტავროპიგიალის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია სტეფანია (ბანდურა): „გაჯეტები მონასტერში: მობილური ტელეფონით, სოცქსელებით, ინტერნეტით სარგებლობა სავანეში - სარგებელი და საფრთხეები“;
- აღდგომის უჟგოროდის მონასტრის წინამძღოლი, არქიმანდრიტი მარკი (კუშტანი): „მოწოდება მონაზნობისკენ. როგორ უნდა აღვზარდოთ ახალგაზრდებში ბერმონაზოვნებისკენ სწრაფვა?“;
- წმინდა სამების ახტირის მონასტრის წინამძღოლი, არქიმანდრიტი სიმეონი (გაგატიკი): „თანამედროვე ბერმონზავნობა: შესაძლებელი და შეუძლებელი“;
- მიძინების სახელობის სვიატოგორის ლავრის წინამძღოლი, სვიატოგორის მიტროპოლიტი არსენი: „სულიერი ხელმძღვანელობა სავანეში. იღუმენი და მოძღვარი - თავისებურებები, გამოცდილება, პრობლემები და მათი გადაწყვეტა“;
- ბორისპოლის ეპარქიის ვიკარიუსი, ზგუროვსკის ეპისკოპოსი ამბროსი: „მონასტრების საგანმანათლებლო საქმიანობა“;
- სტავროპიგიალის ქალთა მონასტრის წინამძღოლი ჟიტომირში იღუმენია მიხაილა (ფურმანეცი): „სასულიერო პირები და სულიერი ხელმძღვანელობა ქალთა მონასტრებში. მოძღვარი და იღუმენია - თანამშრომლობა თუ დაპირისპირება?“
ადრე მჟკ - მ გამოაქვეყნა პოჩაევში ყრილობაზე უმე-ს ბერმონაზონთა მიმართვები პატრიარქ ბართოლომეოსისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ.
წაიკითხეთ ასევე
ბაგრატის ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინა
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის სულის საოხად პანაშვიდი აღასრულა.
მიხეილ ყაველაშვილი ზემო აჭარაში ახალნათელღებულთა დალოცვას დაესწრო
პრეზიდენტმა საყოველთაო ნათლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზემო აჭარის სიხარული მთელი საქართველოს საერთო ზეიმი იყო.
სოფელ ხიჭაურში დაახლოებით 1200 ადამიანი მოინათლა
საყოველთაო ნათლობა შუახევში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 200-ზე მეტი ადამიანი გახდა.
აფხაზეთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს
საზეიმო ცერემონიაზე პედაგოგებს განათლების სფეროში შეტანილი წვლილისა და პროფესიული მიღწევებისთვის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
შალვა პაპუაშვილი: „ეს ფსევდორელიგიური სექტა თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას“
პარლამენტის თავმჯდომარე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და მისი მონაწილეები ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებასა და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.
პაპუაშვილი: ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მოინათლა ვიდრე აქციაზე გამოვიდა
პარლამენტის თავმჯდომარემ ზემო აჭარაში გამართული ნათლობა თბილისში ჩატარებულ აქციას შეადარა და აქციის მონაწილეები მწვავედ გააკრიტიკა.