საფრანგეთში რუანის ტაძარი იწვის

ხანძარი რუანის საკათედრო ტაძარში. ფოტო: УНИАН

11 ივლისს საფრანგეთში, რუანის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გოთური ტაძარი ცეცხლმა მოიცვა. ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში რუანის მერმა ნიკოლას მაიერ-როსინიოლმა დაადასტურა. მისი თქმით, მობილიზებულია ყველა სამთავრობო რესურსი, განხორციელდა მუშების და ვიზიტორების ევაკუაცია.

ხანძრის დროს საკათედრო ტაძრის სახურავზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა და შენობის შპილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.

მოგეხსენებათ, ქალაქ რუანში მდებარე გოთური ტაძარი კლასიფიცირებულია, როგორც საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლი. აგებულია XII-XVI საუკუნეებში. თუჯის შპილი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი ეკიდა, მოგვიანებით გამოჩნდა.

კიევის დროით 15:50 საათზე ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც მჟკ იტყობინება, 2019 წლის 15 აპრილს, საფრანგეთში, ღვთისმშობლის ტაძარში, მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ სალოცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.