მორწმუნეები უკვე არ აპირებენ ჩუმად გადასცენ ტაძრები საჯიჯგნად,-„ერისკაცები“

უმე-ს მორწმუნეები კიევში პრეზიდენტის ოფისთან, 15.06.21. ფოტო: t.me/upc_news

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები უკვე არ აპირებენ უბრალოდ ჩუმად მიიღონ მიმდინარე მოვლენები და თავიანთი ეკლესია და ტაძრები საჯიჯგნად გადასცენ. ამის შესახებ მრგვალ მაგიდასთან „უკრაინის ძირითადი კანონი და მისი გამოყენება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ“, რომელიც შედგა 2021 წლის 30 ივნისს კიევში, განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერისკაცების“ მართვის წევრმა ვლადიმირ ფილიპოვმა.

„პროსახელისუფლებო დერეფნებში, როცა საუბროდნენ ჩვენზე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცებზე,  არსებობდა ასეთი ტერმინი - მდუმარე უმრავლესობა, - აღნიშნა მან. რადგანაც დღემდე მთელს ამ დევნას ჩუმად ვიტანდით, ზედმეტი შფოთვის გარეშე და არასდროს ვამბობდით ხმამაღლა საკუთარ პოზიციას“.

ამასთან, ვხედავთ, დაამატა „ერისკაცების“ მონაწილემ, რომ აგრესიულ უმცირესობას შეუძლია აიძულოს ქვეყნის პრეზიდენტი შეცვალოს მისი პოლიტიკა, როცა „სულ რაღაც 100 ადამიანი რადასთან მივიდა და რაღაც წარმოიყვირა“.

„ის, რაც 15 ივნისს მოხდა, მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლეიის მორწმუნეები -ერისკაცები, ჩვეულებრივი ადამიანები - უკვე არ აპირებენ უბრალოდ ჩუმად აღიქვან ის სიტუაცია, რომელიც ხდება და არ აპირებენ საჯიჯგნად გადასცენ თავიანთი ეკლესია, მრევლი, ტაძრები და მღვდლები“, - ხაზი გაუსვა ვლადიმირ ფილიპოვმა.

მან დაამატა, რომ ორგანიზაცია „ერისკაცები“ წარმოადგენს არა ეკლესიის ინსიტუტებს, არამედ ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც არ წარმოადგენენ სასულიერო პირებს, არამედ მორწმუნე ადამიანებს და „ჩვენ“ მზად ვართ შევხვდეთ პრეზიდენტსაც და ნებისმიერს, მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი და განვმარტოთ ჩვენი პოზიცია, რადგან ჩვენ მილიონები ვართ ეუკრაინაში. ესაა უკრაინის მილიონობით მოქალაქე, რომელიც არასდროს ღალატობს თავის რწმენას, რასაც არ უნდა აკეთებდეს ხელისუფლება და რა სიბინძურეც არ უნდა იღვრებოდეს ჩვენზე და ჩვენს ეკლესიაზე“.

როგორც მჟკ გვატყობინებდა, „ერისკაცებმა“ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლებას კონსტიტუციის განუხრელი დაცვისკენ.

წაიკითხეთ ასევე

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.

მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა

22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა

საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.