ფანარიონი: კათოლიკებთან ერთად აღდგომის ზეიმობა - პირველი რიგის საკითხია

ქალკიდონის მიტროპოლიტი ემანუელი. ფოტო: vaticannews.va

ქალკიდონიის მიტროპოლიტმა ემანუელმა (ადამაკისი), როელიც მეთაურობს ვატიკანში ჩასულ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციას, განაცხადა, რომ კათოლიკებთან ერთად აღდგომის ზეიმი ხდება „პირველი რიგის ეკუმენური საკითხი“, გვატყობინებს Vatican news.

ვატიკანის მის-თვის მიცემულ ინტერვიუში ფანარიონის იერარქმა თქვა, რომ ეს საკითხი მწვავდება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით არსებულ კონტექსტში, სადაც დადგინდა აღდგომის თარიღის გამოთვლის ფორმულა. „ვფიქრობ, რომ იუბილემ, რომელიც ზღურბლზეა, უნდა დაგვაფიქროს ჩვენს ლიტურგიულ პრაქტიკაზე ქრისტეს სხეულის მთლიანობისადმი პატივისცემაში“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კალენდარული საკითხები რჩება მწვავე და როგორც ისტორიამ გვიჩვენა, შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილებაც კი, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ „აღდგომის აღნიშვა ერთსადაიმავე კვირას მთელს ქრისტიანულ სამყაროში ამ კრების ისტორიულ საფუძველზე იქნებოდა დასტურისა და შერიგების ძლიერი გზავნილი“.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სწორედ მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი) ჩაუდგა სათავეში ე.წ. „გამაერთიანებელ კრებას“ კიევში, რომელზეც უკრაინელმა პოლიტიკოსებმა და განხეთქილებაში მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს ახალი „მართლმადიდებლური ეკლესიის“ შექმნის თაობაზე უკრაინაში.

როგორც ადრე მჟკ წერდა, პაპმა მოუწოდა მართლმადიდებლებთან „ცრურწმენების კედლის“ დანგრევისკენ.

დიდუბის პანთეონში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.