მიტროპოლიტი კლიმენტი G7 ელჩებს უმე-ს ქველმოქმედების შესახებ უყვებოდა

მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერია) სრულიად უკრაინის ეკლესიათა საბჭოს და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ფოტო: news.church.ua
2024 წლის 11 ივნისს გაიმართა დიდი შვიდეულის ქვეყნების ელჩების (G7) შეხვედრა სრულიად უკრაინის ეკლესიათა საბჭოს და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. როგორც იუწყება საიტი news.church.ua, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების თავმჯდომარე, ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტი კლიმენტი და უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი.
უმე-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს ლოცვა-კურთხევით.
მიტროპოლიტი კლიმენტი ელჩებს უყვებოდა მსხვილმასშტაბიან სოციალურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელსაც ეწევა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, კერძოდ, ევროპის ინსტიტუციებისა და სხვა ქვეყნების მხარდაჭერით დაზარალებული უკრაინის მოსახლეობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
„მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ ჰუმანიტარულ სფეროში ეკლესიისა და უკრაინის სახელმწიფოს თანამშრომლობის ფორმების მოძიების წყალობით, ომის პერიოდში ეკლესიას საშუალება აქვს ქმედითად მოწმობდეს თავისი მოწოდების შესახებ, რომ გამოხატოს მოყვასის მიმართ სიყვარული უკრაინის საზოგადოებაში. განსაკუთრებით ეს რეგიონებს ეხება, რომლებიც სამხედრო ქმედებების ეპიცენტრები გახდნენ“, - ნათქვამია უწყებაში.
როგორც მჟკ წერდა, სრულიად უკრაინის ეკლესიათა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიმართა რფ-ის და უკრაინის ხელისუფლებებს მოწოდებით: „პატივი სცენ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის ფუნდამენტურ ადამიანურ და მორალურ უფლებას სინდისის მოსაზრებებით, ომის დროსაც კი“.
წაიკითხეთ ასევე
წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა
სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.
შემოქმედის ეპარქიის 36 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები მოქმედებს
სასულიერო პირები მოსწავლეებთან ერთად ზნეობრივ ღირებულებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობენ.
ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ათონის მთაზე პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი ათონის მთაზე 24 ოქტომბრამდე დარჩება, მთავარი გაჩერება კი ზოგრაფის მონასტერი იქნება.
პატრიარქმა შიო III-მ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ხელმძღვანელები მიიღო
გადამზადების მეორე ეტაპის მონაწილე სასულიერო პირებს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ჯვრები გადასცა.
ბაგრატის ტაძარში მიტროპოლიტ კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა
განსვენებული მღვდელმთავრის დაბადებიდან 88 წლისთავზე პანაშვიდი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა.
მიტროპოლიტი გიორგი: „ქრისტიანობა საქართველოში დღესაც არის ცოცხალი ტრადიცია“
ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ერს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების 1700 წლისთავი მიულოცა და მართლმადიდებლური სარწმუნოების, საეკლესიო ერთობისა და პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.