მოძრაობა "მირიანე"-ს ინიციატორი მაკაროვსკი შეიყვანეს "მიროტვორეც"-ში
ვასილი მაკაროვსკი, მოძრაობა "მირიანე"-ს ინიციატორი. ფოტო: скриншот видео с youtube-канала
ჟურნალისტი და მართლმადიდებელი მორწმუნე ვასილი მაკაროვსკი შეიყვანეს სკანდალური საიტის "მიროტვორეცის" ბაზაში, დაადანაშაულეს რა ის ეთნიკური და რელიგიური სიძულვილით აღძრულ ინიცირებულ ლოცვით დგომაში უმაღლესი რადის შენობასთან უმე-ს მორწმუნეების უფლებების დასაცავად.
"მიროტვორეცის" საიტზე მაკაროვსკის ასევე წაუყენებენ ბრალს "უკრაინის წინააღმდეგ ჰუმანიტარული აგრესიის აქტში მონაწილეობისათვის", "უკრაინის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის", ასევე იმიტომ, რომ ის " რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი რმე-სგან უკრაინის მართლმადიდებლობის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეა ".
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში ევროპულმა პარლამენტმა (ეპ) დაამტკიცა უკრაინის მიმართ საბოლოო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა უკრაინის მთავრობას " აუკრძალოს საქმიანობა ექსტრემისტულ და სიძულვილის გაღვივებელ ჯგუფებსა და ვებ-საიტებს, ისეთებს, როგორიცაა მიროტვორეცი, რომლებიც ქმნიან დაძაბულობას საზოგადოებაში და უკანონოდ იყენებენ ასობით ადამიანის პირად მონაცემებს, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და უმცირესობათა ჯგუფების წევრების ჩათვლით".
"მიროტვორეცის"მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს მთელი რიგი " რუსეთის კონტროლირებადი რმე-სგან უკრაინის მართლმადიდებლობის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები", რომელთა შორისაა- უმე-ს წინამძღვარი უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი, უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი), უმე-ს სპიკერი დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი და მრავალი სხვა მღვდელმსახური. ამავე სიაშია- უმე-ს მორწმუნეები და ცნობილი უკრაინელი მოკრივეები ალექსანდრ უსიკი და ვასილი ლომაჩენკო.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 15 ივნისს უმე-ს მორწმუნეებმა მონაწილეობა მიიღეს ლოცვით დგომაში უმაღლესი რადას შენობასთან, რომელიც ინიცირებული იყო საზოგადოებრივი გაერთიანება "მირიანე"-ს მიერ, და ჩაატარეს 20- ათასიანი მსვლელობა ჯვრით პრეზიდენტის ოფისთან, სადაც ხელისუფლებას გადასცეს მიმართვა ეკლესიისა და საკუთარი უფლებების დასაცავად და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის საწინააღმდეგო კანონპროექტები.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.