ამე-ის მღვდელი ყვებოდა, თუ რით გააკვირვა ის უმე-ს მომავალმა წინამძღოლმა

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ტიხონი და კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე ბანჩენის მონასტერში. ფოტო: news.church.ua

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ტიხონი და კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე ბანჩენის მონასტერში. ფოტო: news.church.ua

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა ნიკოლოზ ბრეკენრიჯმა ბეთლეჰემიდან, პენსილვანიის შტატი, კს უმე-ს ექს-სპიკერის, უშძ-ის გენშტაბის სპიკერის ანდრეი კოვალიოვისადმი წერილში გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინმაძღოლის, უნეტარეს  მიტროპოლიტ ონოფრეს მიმართ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამე კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს მიიჩნევს თავის ძველ მეგობრად. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსმა გაიხსენა პირველი შეხვედრა უმე-ს მომავალ წინამძღოლთან. მამა ნიკოლოზმა მიტროპოლიტი ონოფრე გაიცნო 2005 წელს ჩერნოვიცკისა და ბუკოვინის კათედრაზე მისი ეპისკოპოსობის დროს, როდესაც ის იმყოფებოდა როგორც მომლოცველი ამე-ის ღირსი ტიხონ ზადონელის მონასტერში.

„მე მცირე ჯგუფთან ერთად ვიყავი და სამღვდელმთავრო საღმრთო ლიტურგიის დამთავრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ მიტრ. ონოფრე მოდის ჩვენსკენ, როგორც რიგითი მომლოცველი, - წერდა მამა ნიკოლოზი, - არც ერთმა ჩვენთაგანმა სინამდვილეში არ იცოდა, თუ ვინ იყო ის, მაგრამ ის მოდიოდა ეპისკოპოსის სახლისკენ, მოუყვებოდა ქვემოთ მიმავალ დაახლოებით ერთკილომეტრიან გზას, სრულიად მარტო. ჩვენ დავინახეთ მისი პანაღეა და ამიტომ ვიცოდით, რომ ის ეპისკოპოსია, შევთავაზეთ მანქანა, რადგან უხერხული იყო, რომ ეპისკოპოსს ფეხით ევლო. მისი პასუხი შემდეგი იყო: მისთვის „კარგია ფეხით სიარული მისი ცოდვების გამო“. ასეთი თავმდაბალი იყო“.

ამე-ს კლირიკოსი წერდა, რომ მან იცის, რომ ჩვენი წინამძღოლი ნამდვილია.

„ვიცით, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენთან დაძმობილებულია და ჩვენ  ერთად ვისწრაფვით სასუფევლისკენ“, - დაასრულა ამე-ის მღვდელმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ბრეკენრიჯი ბეთლეჰემიდან, პენსილვანიის შტატი, მიწერა წერილი კს უმე-ს ექს-სპიკერს, უშძ-ის გენშტაბის სპიკერს ანდრეი კოვალიოვს, რომელმაც სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონს, უკრაინაში მისი ვიზიტის შემდეგ, უწოდა „კრემლის აგენტი ანაფორაში“ და მოუწოდა უუს-ს, რომ გაერკვეს მისი ვიზიტის დეტალებში.

წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა

სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.

შემოქმედის ეპარქიის 36 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები მოქმედებს

სასულიერო პირები მოსწავლეებთან ერთად ზნეობრივ ღირებულებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობენ.

ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ათონის მთაზე პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი ათონის მთაზე 24 ოქტომბრამდე დარჩება, მთავარი გაჩერება კი ზოგრაფის მონასტერი იქნება.

პატრიარქმა შიო III-მ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ხელმძღვანელები მიიღო

გადამზადების მეორე ეტაპის მონაწილე სასულიერო პირებს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ჯვრები გადასცა.

ბაგრატის ტაძარში მიტროპოლიტ კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

განსვენებული მღვდელმთავრის დაბადებიდან 88 წლისთავზე პანაშვიდი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა.

მიტროპოლიტი გიორგი: „ქრისტიანობა საქართველოში დღესაც არის ცოცხალი ტრადიცია“

ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ერს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების 1700 წლისთავი მიულოცა და მართლმადიდებლური სარწმუნოების, საეკლესიო ერთობისა და პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.