ჩერკასის სასამართლოსთან პროვოკატორებმა ხატმწერ ქალს ხელი მოსტეხეს
2024 წლის 6 ივნისს, ჩერკასში, „აქტივისტებმა“ სასამართლოს შენობასთან პროვოკაცია მოაწყვეს. ფოტო: Черкасская епархия
ჩერკასიში, 2024 წლის 6 ივნისს, რადიკალურ „აქტივისტთა“ ჯგუფმა მოაწყო მორიგი პროვოკაცია სოსნოვსკის სასამართლოს შენობის წინ, სადაც იმართებოდა მოსმენა ჩერკასისა და კანივის მიტროპოლიტ თეოდოსის საქმეზე „მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფაზე’’. პროვოკატორებმა საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ მრევლს ისე უბიძგეს, რომ მან დაცემისას ხელი მოიტეხა. ამის შესახებ ჩერკასიის ეპარქიაში განაცხადეს.
„აქტივისტები“, შეურაცხმყოფელი პლაკატებისა და ლოზუნგების გარდა, იყენებდნენ სამოსს ღვთისმგმობელი გამოსახულებებითა და წარწერებით. ისინი ცდილობდნენ მიტროპოლიტის მხარდასაჭერად მისული მორწმუნეების პროვოცირებას, შეურაცჰყოფდნენ, პლაკატებს თავში ურტყამდნენ.
სამართალდამცავები, როგორც ეპარქიაში აცხადებენ, არ ერეოდნენ მომხდარში და არ იცავდნენ მორწმუნეებს ხულიგნებისგან. შედეგად, ტაძრის ერთ-ერთ მრევლს, ხატმწერ ნადეჟდა ჩერნიავსკაიას, აგრესიულმა რადიკალებმა ხელი მოსტეხეს.
„სასამართლოში შეკრებილი მართლმადიდებელი მორწმუნეების მიმართ აგრესიისა და სიძულვილის გამო, პროვოკატორებმა საკათედრო ტაძრის ერთ-ერთი მრევლს უბიძგეს, რომელმაც ხელის მოტეხილობა მიიღო“, - ნათქვამია მოხსენებაში.
როგორც ეპარქიის პრესსამსახურში აღნიშნეს, უმე-ის მრევლი იყო ჩერკასის მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის ერთ-ერთი არქიტექტორი.
”ათწლეულების განმავლობაში იგი ქმნიდა ეკლესიების ესკიზებს, რომელთაგან ბევრი ახლა ამშვენებს ჩერკასის რეგიონს. როგორც ეპარქიის ხატწერის სკოლის უფროსი მასწავლებელი, ათწლეულების მანძილზე ათობით მოსწავლეს შეასწავლა ხატწერის ხელოვნება. ნადეჟდამ ასობით ხატი სწორედ იმ ხელით დახატა, რომელიც დღეს „აქტივისტებმა“ დაუზიანეს, დასძინა უმე-ის ეპარქიამ.
დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან განცხადება დაწერა პოლიციაში, თუმცა, ჩერკასის ეპარქიის განცხადებით, საქმის სამართლიანი გამოძიების შანსი არ არსებობს.
„დღეს მხოლოდ უმე-ის მორწმუნე შეიძლება იყოს ნაცემი, დამცირებული და ამავე დროს გასამართლებული“, - ასკვნის ჩერკასის ეპარქია.
როგორც მჟკ წერდა, ჩერკასის სასამართლოში რადიკალებმა კვლავ სცადეს ეპისკოპოს თეოდოსის პროვოცირება.
წაიკითხეთ ასევე
ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.
ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა
შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.