იყო ეკუმენისტი ნიშნავს იყო ქრისტიანი, - აშშ-ში ფანარიონის იერარქი

არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი. ფოტო: facebook.com/kyriakos.caros

2021 წლის 11 ივნისს ფანარიოტული არქისაეპისკოპოსოს მეთაურმა აშშ-ში არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა (ლამბრინიადისი) განაცხადა, რომ „ეკუმენიზმი დევს თავად იმის შუაგულში, რასაც ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს“.

ლიტურგიის დროს, რომელიც შედგა აშშ-ს ეპისკოპალური ეკლესიის ნიუ-იორკის ეპარქიის საკათედრო ტაძარში არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა  მოციქულ ბართლომეოსის საპატივსაცემოდ აღნიშნა, რომ ფანარიონის მეთაურისთვის „არ არსებობს საკმაოდ ფართო უფსკრული ან ძალიან შორეული ხიდი, რომელსაც ის ვერ დაძლევს თითოეული ადამიანისადმი ქრისტეს სიყვარულის გამო“.

არქიეპისკოპოს ელპიდოფორის სიტყვებით, ფანარიონის მეთაურმა „მიმართა მართლმადიდებელ სამყაროს, მოუწოდა რა მას იმისკენ, რომ თავისუფლება და ჭეშარიტი დასტური იყოს სტანდარტი ჩვენი რწმენის აღსრულებისთვის და რომ ჩვენ არ მოვექცეთ ნაციონალისტური სქემებისა და მაქინაციის ქვეშ“.

„2016 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებაზე, რომელიც კუნძულ კრეტაზე ჩატარდა, ჩვენმა პატრიარქმა კრებაზე შეკრებილი მამები წააქეზა დიალოგისკენ და არა დაყოფისკენ - თუნდაც ნაციონალისტური ინტერესების წინაშე, რომელთაც შეეძლოთ კრებაზე განხილვისთვის შეეშალათ ხელი“, - განაცხადა აშშ-ში ფანარიონის წარმომადგენელმა.

არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა აღნიშნა, რომ „ეკუმენური ვალდებულება დევს  თავად იმის შუაგულში, რასაც ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს“.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ეპისკოპალური ეკლესიის ტაძარში ლოცვისას, იგრძნო „განსაკუთრებული პრივილეგია“ და „გამოწვევა“.

„ეს პრივილეგიაა, რადგანაც ნამდვილი ეკუმენიზმი არაფერს იღებს, როგორც სათანადოს. ეს ასევე არის გამოწვევა, რადგანაც „სიყვარულის დიალოგი“ და „ჭეშმარიტების დიალოგი“  ხელიხელჩაკიდებულები მიდიან.  ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთი მეორეს გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა აშშ-ში ფანარიოტული არქისაეპისკოპოსოს მეთაურმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.