უმე-ს მღვდლებმა იმსახურეს პირველ ლიტურგიაზე მიტროპოლიტ იოანიკესთან ქ. ბარში

უმე-ს მღვდელმსახურები ლიტურგიაზე ქალაქ ბარში, რომელსაც მეთაურობდა ჩერნოგორიისა და ზღვისპირეთის მიტროპოლიტი იოანიკი. ფოტო: СПЖ

2021 წლის 4 ივნისს, სერბეთის მთავრის, წმინდა მოწამის იოანე-ვლადიმერის  ხსენების დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება მსახურობდა პირველ საღმრთო ლიტურგიაზე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  ჩერნოგორიისა და ზღვისპირეთის მიტროპოლიის ახლადარჩეული მიტროპოლიტ იოანიკესთან იოანე ვლადიმერის საკათედრო ტაძარში ქალაქ ბარში (ჩერნოგორიე).

„იოანე ვლადიმერის საკათედრო ტაძარში ბარში დღეს საზეიმოდ  აღინიშნა წმინდა მთავრის იოანე-ვლადიმერის ხსენება, მთა რუმიასთან მდებარე ქალაქის ზეციური მფარველისა, - იუწყება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  ჩერნოგორიისა და ზღვისპირეთის მიტროპოლიის პრეს-სამსახური. - საღმრთო ლიტურგია აღავლინა ბუდიმლიანსკო-ნიკშიჩის ეპისკოპოსმა იოანიკემ, ჩერნოგორიისა და ზღვისპირეთის არჩეულმა მიტროპოლიტმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩერნოგორიისა და ზღვისპირეთის მიტროპოლიის, რაშკო-პრიზრენსკისა და ბუდიმლიანსკო-ნიკშიჩის ეპარქიების მრავალრიცხოვან სამღვდელოებასთან ერთად“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ინფორმაციით, საზეიმო მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს დეკანოზმა ალექსანდრე კლიმენკომ (ბორისპოლის ეპარქია) და დეკანოზმა ალექსი რუკავიცამ (მოგილევ-პოდოლსკის ეპარქია). უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასთან ერთად, იოანე-ვლადიმერის საკათედრო ტაძარში ლოცულობდა ოცზე მეტი მომლოცველი უკრაინიდან. ჩერნიგორიეში გამგზავრება ორგანიზებული იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველთა ცენტრის მიერ.

დეკანოზმა ალექსანდრე კლიმენკომ თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ღვთისმსახურების ფოტო და ვიდეო.

„ყველაფერი რაღაც შინაურულად იყო, თბილად. თითქოს ნათესავები ვართ“, - დაწერა მღვდელმსახურმა.

მან აგრეთვე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახული იყო ზიარება მიტროპოლიტ  იოანიკეს ხელიდან.

„დღეს საკურთხეველში ცოტანი არ ვიყავით!“ - ხაზი გაუსვა მამა ალექსანდრემ.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2 ივნისს ჩერნოგორიისა და ზღვისპირეთის მიტროპოლიის ახლადარჩეული მეთაური ჩავიდა პოდგოროცში, სადაც მას ათასობით მორწმუნე დახვდა.

წაიკითხეთ ასევე

„ნაზარის წერილები“ სასწავლო მასალად იქნა შეტანილი

გოდერძი შარაშიას დოკუმენტური ფილმი „ნაზარის წერილები“ ოკუპაციის თემატიკის ფარგლებში მოსწავლეებისთვის სასწავლო მასალად იქნა შეტანილი.

ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.