ს. მოშკოვის უმე-ს თემმა მიტაცებულის ნაცვლად ახალი ტაძრის აგება დაიწყო

სოფელ მოშკოვში ახალი ტაძრის მშენებლობა. ფოტო: скриншот Youtube-канала «Фонд Фавор»

როვენის ეპარქიის სოფელ მოშკოვის  მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემმა დაიწყო ახალი ტაძრის აგება მეუ-ს მომხრეების მიერ მიტაცებულის ნაცვლად, გვატყობინებენ საქველმოქმედო ფონდ „ფავორის“ Telegram -გვერდზე.

თავიდან მორწმუნეები ლოცულობდნენ ღია ცის ქვეშ გაშლილ კარავში. დროთა განმავლობაში, უფლის წყალობით, მათ მოახერხეს სოფლის პატარა სახლის პოვნა, რომელშიც დროებით ღვთისმსახურება ტარდება. სახლის ერთ-ერთი ოთახი საკურთხევლისთვისაა გამოყოფილი, მეორეში - მორწმუნეები ლოცულობენ. თავისი ძალებით თემმა მოახერხა მშენებლობის დაწყება. დღეისათვის უკვე ჩასხმულია მომავალი ტაძრის ფუნდამენტი. ზაფხულამდე აიგება კედლებიც.

2020 წლის აპრილში ფონდმა „ფავორმა“ შეისყიდა და სამშენებლოს მასალები გადასცა სახურავის დასამონტაჟებლად. ორგანიზაცია აგრძელებს ტაძრის ფანჯრების შესყიდვისთვის შეგროვებას. აუცილებელი თანხაა 90 000 გრნ. შემოწირულებები შეიძლება გაკეთდეს ფონდის საიტზე ან პრივატბანკის ბარათზე: 5169 3305 3004 7445 აღნიშვნით „მოშკოვი“.

ადრე, სოფელ ზაბოლოტიეს უმე-ს რელიგიური თემი ღვთისმსახურებაზე შეიკრიბა, მიუხედვად იმისა, რომ მათი ეკლესია და საერთოდ ტაძრის მთელი ტერიტორია მიუწვდომელი გახლდათ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.