უმე-ის წინამძღვარმა ბულგარეთის პატრიარქის სულის მოსახსენიებლად ილოცა

პატრიარქი ნეოფიტეს სულის მოსახსენიებელი ლიტია. ფოტო: news.church.ua
2024 წლის 17 მარტს, კიევ-პეჩერის ლავრაში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ონოფრემ აღავლინა ლიტია უწმიდესი ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტეს სულის მოსახსენებლად, იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტი.
წინამძღვართან ერთად, უმე-ის ეპისკოპოსებმა, ლავრის სასულიერო პირებმა და წირვაზე მყოფმა მრევლმა ილოცეს ახლად მიცვალებული იერარქის სულის მოსახსენიებლად.
ქადაგებაზე მისმა უნეტარესმა ლავრის მრევლს ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გარდაცვლილ წინამძღვართან დაკავშირებული მოგონებები გაუზიარა.
უწმინდესი პატრიარქი ნეოფიტე 13 მარტს გარდაიცვალა.
მჟკ წერდა, რომ მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ მწუხარება გამოთქვა ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტეს გარდაცვალების გამო.
წაიკითხეთ ასევე
25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს
ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.
პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
„სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული აღტაცებითა და ძმური პატივისცემით შესცქერის საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან, მამაც გზას“ — აღნიშნა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მილოცვაში.
მიტროპოლიტმა ნიკოლამ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოგზავნილ მილოცვაში მღვდელმთავარმა წმინდა ნინოს ღვაწლსა და ქართველი ერის მიერ საუკუნეების განმავლობაში სარწმუნოების შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება.
წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა
სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.
შემოქმედის ეპარქიის 36 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები მოქმედებს
სასულიერო პირები მოსწავლეებთან ერთად ზნეობრივ ღირებულებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობენ.
ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ათონის მთაზე პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი ათონის მთაზე 24 ოქტომბრამდე დარჩება, მთავარი გაჩერება კი ზოგრაფის მონასტერი იქნება.