ცვეტოხაში უმე-ს ტაძრის მღვდელი დარბევის დეტალებს ყვება

დეკანოზი გეორგი კიმეიჩუკი და ცვეტოხის წმინდა პარასკევას სახელობის ტაძრის მრევლი. ფოტო: Георгий Богданов

შეპეტკოვის ეპარქიის სოფელ ცვეტოხაში უმე-ს კუთვნილი წმინდა პარასკევას სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გეორგი კიმეიჩუკმა დაწვრილებით მოყვა ტაძრის აღების პროცესი.

მღვდელმსახურის სიტყვებით, 2021 წლის 18 აპრილს, დილით ტაძრის მახლობლად მეუ-ს აქტივისტები შეიკრიბნენ. მათთვის შიგნით შემოჭრის უფლება რომ არ მიეცა,მან მრევლთან შეთანხმებით არ ჩაატარა საკვირაო ლიტურგია.

«თავდამსხმელები აგრესიულად იყვნენ განწყობილი, და ჩვენ შევეცადეთ კონფლიქტის პროვოცირება თავიდან აგვერიდებინა», – ამით ახსნა თავის ქმედება მღვდელმა..

მითუმეტეს, დაახლოებით დილის 12 საათზე თავდამსხმელებმა ტაძრის 5 კლიტე გატეხეს და შეძახილებით «დიდება უკრაინას» შემოიჭრნენ ტაძარში. მეუ-ს აქტივისტების მხარდასაჭერად დაახლოებით 30 ჯარისკაცი იყო მოსული უკრაინის სახმელეთო დანაყოფიდან, რომელთა ბაზა განთავსებულია სოფელ ცვეტოხაში. მათ ახლდათ ასევე 30 პოლიციელი. თვითონ თავდამსხმელები დაახლოებით 40- ამდე იქნებოდნენ, და მათ გადაწყვიტეს ტაძრის ბედი. სამხედროები და პოლიციელები დარბევაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ იდგნენ ტაძრის ტერიტორიაზე.

მღვდელმსახურმა აღნიშნა, თავდამსხმელებმა ასევე მიიტაცეს ტაძართან ახლოს მდებარე მოლარეს სახლი, რომელიც უმე-ს მრევლის სახელზეა გაფორმებული. ის ავად გახდა, ხოლო ახალი მოლარე სქიზმატიკოსებს შუერთდა. ამჟამად იმ შენობაში თავდამსხმელები არიან გამაგრებული.

17 აპრილის მიწურულს, მეუ-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ტაძრის წინამძღვარს და შესთავაზეს ნებაყოფლობით გადაეცა მათთვის ტაძრის გასაღები, რაზეც უარი მიიღეს.

მისი სიტყვებით, უმე-ს მრევლს სოფელ ცვეტოხაში ის სათავეში ჩაუდგა ერთი წლის წინ, და კონფლიქტი მას გადაეცა წინა წინამძღვრისგან, ნიკოლაისგან, რომელიც მრევლს ხელმძღვანებლობდა დაახლოებით 20 წლის განმავლობაში.2020 წელს მოხდა მრევლის შეკრება, სადაც სოფლის მაცხოვრებლები ცდილობდნენ გადაეწყვიტათ ტაძრის ბედი.

«ეს იყო ხელმოწერების ომი, – თქვა მამა გიორგიმ. – მე თვითონ კარდაკარ შევაგროვე დაახლოებით 250 ხელმოწერა. დაახლოებით 50 ხელმოწერის მოგროვება კიდევ მოხერხდა. ბევრი ადამიანი ვერ ხვდება კონფლიქტის არსს, თვლიან, რომ ეს მრევლს შორის არსებული კონფლიქტია. მეუ-ს წევრები მათ ეკითხებოდნენ, რომელ ეკლესიას უჭერთ მხარს, “მოსკოვის” თუ “ჩვენს, უკრაინულს”? – ბუნებრივია ბევრმა უპასუხა, რომ “ჩვენს ეკლესიას”».

მამაო ამბობს, რომ სოფელში დაახლოებით ორმოცდაათამდე მეუ-ს მომხრეა, საეკლესიო  «მსახურებაზე» მათი რიცხვი დაახლოებით 40-ს აღწევს, ხოლო თავის მომხრეებს შორის ის დაახლოებით 70 ადამიანს ითვლის. განხეთქილებაში მყოფთათვის «მღვდელმსახურებას» აღავლენს ანონიკური ეკლესიის კოფილი მღვდელმსახური ნიკოლაი ბოჩკაი, რომელიც ერთ ერთი პირველი გადავიდა ფილარეტის სტრუქტურაში, რის ესმდეგაც გახდა მეუ-ს «მღვდელი».

«2021 წლის 14 აპრილს განხეთქილებაში მყოფნი შიკრიბნენ აქტივისტ ნინა ტარასოვის ხელმძღვანეობით, რომელშიცჩვენ არ ვღებულობდით მონაწილეობას. მათ განაცხადეს, რომ შეაგროვეს 622 ხელმოწერა თანასოფლელებისგან მეუ-ში გადასასვლელად. რეალურად იქ მხოლოდ 120 ადგილობრივი მოსახლეა, დანარჩენები სლავუტიდან და შეპეტოვკიდან არიან. ქალაქების დასახელება დროშებზე ეწერა, რომელიც ჩამოსულებს ეჭირათ. ამ კრებაზე მათ დაამტკიცეს  წესდება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეიტანეს განცხადება», – გაგვაცნოდეტალები ტაძრის წინამძღვარმა.

2021 წლის 1აპრილს ჩინოვნიკებმა თემს სახელი გადაარქვეს, რომელიც ჯერ კიდევ 1991 წელს დააარსეს სოფლის მორწმუნეებმა, და დაარქვეს მეუ.

მორწმუნეებმა მეუ-ს არაკანონიერი ქმედების გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. დეკანოზი გეორგის სიტყვებით, აქტივისტი ტარასოვა მას შეჰპირდა, რომ დაუბრუნებდა ტაძრის გასაღებს, თუ კანონიკური ეკლესიის წარმომადგენლები სასამართლოს მოიგებენ, თუმცა მას ამაში ეჭვი ეპარება.

მღვდელმა აღნიშნა, რომ შეპეტოვის მხარის უმე-ს იერარქია მხარდასაჭერ ლოცვას აღავლენს მიტაცებული ტაძრის მრევლის მიმართ, წარადგენენ ყველა იმ საბუთს რაც საჭიროა და გაივლიან იურიდიულ კონსულტაციას.

როგორც მჟკ იუწყება, ხმელნიცკის მხარის სოფელ ცვეტოხაში მეუ-ს მომხრეებმა სამხედროებისა და პოლიციის მხარდაჭერით მიიტაცეს წმინდა პარასკევას სახელობის ტაძარი, რომელიც ეკუთვნის უკრაინის კანონიკურ მართმადიდებლურ ეკლესიას.

წაიკითხეთ ასევე

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.

მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა

22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.