მჟკ-ს მკითხველებს არ სჯერათ, რომ ზელენსკი შეწყვეტს უმე-ზე ზეწოლის პრაქტიკას
ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: strana.ua
„მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის“ მკითხველების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ჯერა, რომ ვლადიმერ ზელენსკი დაიწყებს მუშაობას იმ კანონების გაუქმებაზე, რომლებიც მიმართულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებენ გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩატარდა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის საიტზე.
მკითხველებს შესთავაზეს უპასუხონ კითხვას, რა რეაქცია ექნება ზელენსკის მილიონი მორწმუნის მიმართვაზე.
ორშაბათის მონაცემებით, 12 აპრილის, გამოკითხვის 1318 მონაწილიდან მხოლოდ 6% თვლის, რომ ზელენსკი დაიწყებს მუშაობას ანტიეკლესიური კანონების გაუქმებაზე.
სხვა ხმები პრაქტიკულად თანაბრად გაიყო ვარიანტებს შორის: „გააგრძელებს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერას და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლას“ (49%) და „ვერ შეამჩნევს მიმართვას“ (45%).
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 აპრილს მორწმუნეებმა პრეზიდენტის ოფისში მოიტანეს ზელენსკისადმი მიმართვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის გამო მილიონზე მეტი ხელმოწერით.
მიმართვაში, რომლის სრული ტექსტი აქ არის გამოქვეყნებული, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები მოუწოდებენ პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, დაიცვას მათი უფლებები. ხელმოწერები პრეზიდენტის ოფისში მოიტანეს ეპარქიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ საეკლესიო რეიდერობისა და რელიგიური გაერთიანებების უკანონო გადარეგისტრირებების გამო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აგრეთვე წერდა, რომ მორმუნეთა მიმართვაზე პრეზიდენტის ოფისიდან ჯერ რეაგირება არ ყოფილა, თუმცა ეკლესიაში იმედი აქვთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ბოლო-ბოლო გაიგებს თავისი მოქალაქეების ხმას და ვერ შეძლებს მის იგნორირებას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.