უმე-ს ადვოკატებმა პოლიციაში მეუ-ს „ეპისკოპოს“ ლოტიშზე განცხადება შეიტანეს

მეუ-ს ,,ეპისკოპოსი'' აბრაამ ლოტიში. ფოტო: скриншот видео YouTube-канала «Gazeta UA»

2024 წლის 14 თებერვალს კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატებმა პოლიციაში განცხადება შეიტანეს მეუ-ს „ბორისპოლის ეპისკოპოს აბრაამ ლოტიშზე, რომელიც ერთ-ერთ თავის ბოლო განცხადებაში აღვივებდა რელიგიურ შუღლს. ამის შესახებ თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა ლავრის ადვოკატმა ნიკიტა ჩეკმანმა.

კერძოდ, ადვოკატის სიტყვებით, ლოტიშმა მონასტრის ყველა ბინადარი „კოლაბორაციონიზმსა  და აგრესორ ქვეყანასთან თანამშრომლობაში“ დაადანაშაულა, „საჯაროდ გაავრცელა მასალები წინასწარი სიცრუითა და  ცილისწამებით, რელიგიური პრივილეგირობისა და მიუღებლობის პროპაგანდით“.

„თითქოს ისინი (უმე-ს მრევლი - რედ.) ჯარს ეხმარებიან, უკრაინელებს ეხმარებიან. ხან ეხმარებიან, ხან კლავენ. კერძოდ, მათ შორის სულ ახალი და ახალი კოლაბორანტები ვლინდება, რომლებიც აგრესორთან თანამშრომლობენ. ...> არავის არაფერი არ გააქვს (სიწმინდეები - რედ.).  სიწმინდე უბრუნდება უკრაინელებს, თავის სახლს. აქ არ ხვდებიან განმანთავისუფლებლებს, როგორც ეს უნდა ყოფილიყო. აქ შეხვდებიან უკრაინელ გმირებს“, - ამბობდა ლოტიში „УП“-სთან ინტერვიუში.

„უმე-ს მიმართ რელიგიური შუღლის გაღვივების მიზნით, მ.მ. ლოტიში შეგნებულად იყენებს ლექსემებს: „ახალი და ახალი კოლაბორანტები, რომლებიც აგრესორთან თანამშრომლობენ“, „ეგრეთ წოდებული განმანთავისუფლებლები“, ესე იგი ის უმე-ს აგრესორი ქვეყნის მოქმედებებთან აკავშირებს, რაც თავის მხრივ უმე-ს მიუღებლობის პროპაგანდაა“, - დაამატა მამა ნიკიტა ჩეკმანმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, კიევ-პეჩერის ლავრაში ლოტიში სიცრუეში დაადანაშაულეს.

წაიკითხეთ ასევე

ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.