მეუ-ს „იერარქმა“ რკე-ს ეპისკოპოსის კუბოსთან პანაშვიდი გადაიხადა
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქი“ პაისი პანაშვიდს იხდის კათოლიკე ეპისკოპოსის კუბოსთან ჟიტომირში. ფოტო: kzd.org.ua
2021 წლის 7 აპრილს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ჟიტომირისა და ოვრუჩის ეპარქიის მმართველმა, „ეპისკოპოსმა“ პაისიმ პანაშვიდი გადაიხადა რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის იან პურვინსკის კუბოსთან ჟიტომირის კათოლიკურ ეკლესიაში, იუწყება რომის კათოლიკური ეკლესიის კიევისა და ჟიტომირის ეპარქიის საიტი.
გამოქვეყნებულ ფოტოზე უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქი“ შემოსილი, საკმევლითა და ჯვრით დგას კათოლიკე ეპისკოპოსის კუბოსთან. რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ „ეპისკოპოსი“ პაისი პირადად იცნობდა და მეგობრობდა იან პურვინსკისთან, რომელიც 2011 წლიდან სათავეში ედგა რომის კათოლიკური ეკლესიის კიევისა და ჟიტომირის ეპარქიას.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უნიატებმა და კათოლიკებმა პანაშვიდი გადაიხადეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქის“ ცხედართან.
დიდუბის პანთეონში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.