კულტურის სამინისტრომ ლგბტ წიგნების შეძენა დასაშვებად მიიჩნია

კულტურის სამინისტრო პრობლემას ვერ ხედავს შეისყიდოს საბავშვო წიგნები ორი პრინცესას ქორწინებაზე. ფოტო: Иллюстрация комикса

უკრაინის კულტურის სამინისტრო ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავს საბავშვო წიგნების შესყიდვაში «პრინცესა+პრინცესა: დიდხანს და ბედნიერად». ამაზე თავის facebook  გვერდზე ისაუბრა  ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ვალენტინ გაიდაიმ, რომელიც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კამპანიის ინიციატორია.

«ჩვენ მივიღეთ პასუხი კულტურის სამინისტროდან, რომელიც ეხებოდა წიგნების შესყიდვას "პრინცესა+პრინცესა..." – განაცხადა მან. – აღმოჩნდა, რომ ჩინოვნიკებმა ვერ იპოვეს ვერანაირი დარღვევა აღნიშნული ლიტერატურის შეძენისას, თუმცა საკითხი ისე არ განხილულა, როგორც ხდება ასეთ დროს».

გაიდაის სიტყვებით, უახლოეს დღეებში ჩანიშნულია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილ პირთან ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ნიკოლაი კულებოისთან, და ის იმედოვნებს, რომ შეხვედრა იქნება კონსტრუქციული და ნაყოფიერი.

«მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საერთო სურათი საკმაოდ პესიმისტურია. ჩინოვნიკები გამუდმებით გვიბიძგებენ მივმართოთ სასამართლო უწყებას  ამ ,,ლიტერატურის'' შეძენის აკრძალვისათვის», – ჩამოაყალიბა ვალენტინ გაიდაიმ.

ადრე მჟკ წერდა, რომ უკრაინის ხელისუფლება ხარჯავს ბიუჯეტურ თანხას ბავშვებში პროპაგანდა გაუწიოს ლგბტ-ს. ასე შეიძინეს უკრაინის კულტურის სამინისტრომ და «უკრაინის წიგნის ინსტიტუტმა» 666 ათასი გრივნის ღირებულების 1240 ოდენობით წიგნი პატარებისთვის  «პრინცესა+პრინცესა: დიდხანს და ბედნიერად», რამაც უკრაინის მოსახლეობაში უარყოფითი გამოხმაურება და კრიტიკა გამოიწვია.

ვალენტინ გაიდაიმ და მისმა თანამოაზრეებმა მოიპოვეს ექსპერტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ამ წიგნის მავნებლობას ბავშვებისთვის, შეიმუშავეს კანონპროექტი მის ასაკრძალად საბავშვო ბიბლიოთეკებსა და სკოლებში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.