დუმენკო და მეუ ანათემირებული იყო ელადის ეკლესიის კიდევ ერთი კლირიკოსის მიერ

პროტოპრესვიტერი მათე ვულკანესკუ პირეის მიტროპოლიტ სერაფიმესთან ერთად. ფოტო: myrophoros.blogspot.com

2021 წლის 21 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსმა, პროტოპრესვიტერმა მათე ვულკანესკუმ ანათემას გადასცა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ეპიფანე დუმენკო და ყველა, ვინც მასთან ურთიერთობს, იუწყება Мyrophoros.blogspot.com.

მართლმადიდებლობის ზეიმის მსახურების დროს მღვდელმსახურმა მათე ვულკანესკუმ, შარშანდელის მსგავსად, ანათემას გადასცა „ავტოკეფალიის ტომოსი“, აგრეთვე „უკრაინის ახალი, ერეტიკული,  განხეთქილების ფსევდო-ეკლესია  კიევისა და სრულიად უკრაინის ცრუ-მიტროპოლიტის, ერეტიკოს  ეპიფანე დუმენკოს წინამძღვრობით და ყველა, ვინც მასთან ურთიერთობაშია“.

გარდა ამისა, მან ანათემას გადასცა „ერეტიკული ღვთისმეტყველება „უპირველესი თანასწორთა გარეშე“ (primus sine paribus), გამოხატული ანტიკანონიკურ „ავტოკეფალიის ტომოსში“, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მიანიჭა ეპიფანე დუმენკოს უკრაინული განხეთქილების დაჯგუფებას და მის ცრუ საეპისკოპოსოს“.

პროტოპერესვიტერმა მათე ვულკანესკუმ აგრეთვე ანათემას გადასცა „პაპის პირველობის ერესი და პაპიზმის ნებისმიერი ფორმა, რომელიც შემოიღეს მართლმადიდებლურ საეკლესიო წყობაში (ის იღებს სათავეს იმ დროიდან, როდესაც მოციქულები შეიკრიბნენ იერუსალიმში) და განსაკუთრებით ვრცელდება დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ელადის ეკლესიის კლირიკოსმა ანათემას გადასცა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია და დუმენკო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.