ფანარიონის მეთაური: გზა ერთიანობისკენ - პაპთან ურთიერთობის ცენტრალური თემაა
პაპი ფრანცისი და პატრიარქი ბართოლომე. ფოტო: vaticannews.va
ქრისტიანთა გაერთიანების გზისა და საღვთისმეტყველო დიალოგის პროგრესის საკითხს ცენტრალური ადგილი უჭირავს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომესა და რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პაპ ფრანცისკეს შორის ურთიერთობებში. ამის შესახებ ფანარის მეთაური ყვებოდა იტალიურ გამომაცემლობა Avvenire-თან ინტერვიუში.
პატრიარქმა ბართლომემ აღნიშნა, რომ „არასდროს არ ყოფილა მართლმადიდებლობის ინტროვენტობის მომხრე“ და მთელი ცხოვრება თვლიდა, რომ ქრისტიანთა ერთიანობის წინსვლის საკითხს ცენტრალური მნიშვნელობა აქვს და ხაზი გაუსვა, რომ მას და პაპ ფრანცისკეს „ბევრი საერთო ინტერესი“ აქვთ.
„ჩვენ ერთი ათჯერ მაინც შევხვედრილვართ. ბევრი საერთო ინტერესი და მისწრაფება გვაქვს სოციალურ საკითხებში, მაგალითად, ჩვენს გაჭირვებულ მოძმეთა, უპოვართა, დევნილთა დაცვა, მშვიდობისა და შემრიგებლობის უზრუნველყოფა, რელიგიათშორისი დიალოგი, ქმნილების დაცვა. რა თქმა უნდა, ქრისტიანთა გაერთიანების გზისა და საღვთისმეტყველო დიალოგის პროგრესის საკითხს ცენტრალური ადგილი უჭირავს ჩვენს ურთიერთობებში“, - თქვა ფანარის მეთაურმა კათოლიკეთა მეთაურთან ურთიერთობის კომენტირებისას.
მან განმარტა, რომ მათ შორის არსებობს ურთიერთნდობა და საერთო სურვილი დააჩქაროს „სასურველი ერთობისკენ“ მიმავალი გზა და ეს პირად შეხვედრებთან და ერთობლივ დეკლარაციებთან ერთად „მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობების უფრო ფართო განვითარების საქმეში“.
შეგახსნებთ, რომ მანამდე პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ვატიკანი და მართლმადიდებელი ეკლესია გაერთიანდება, მიუხედავად იმათი წინააღმდეგობისა, ვისაც ეკუმენიზმი უტოპიად მიაჩნია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.