უმე-ს მეთაური: საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს პანდემიის სულიერი მიზეზები
უმე-ს წინამძღვარი უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua
საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს კორონავირუსის პანდემიის თავდაპირველი სულიერი მიზეზი, რამე თუ ღმერთი განსაცდელს გვიგზავნის არა ჩვენი კეთილი საქმეების გამო, არამედ ჩვენი ცოდვების გამო. ეს დაწერა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის კიევისა და მთელი უკრაინის პატრიარქმა უწმინდესმა ონუფრემ ,,უკრაინა 30. კორონავირუსი: კითხვები და პასუხები’’ ფორუმზე ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან მისასალმებელ სიტყვაში, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 8 თებერვალს კიევში.
მისასალმებელი ტექსტი გამოქვეყნდა ლვოვის ეპარქიის საიტზე, სადაც უმე-ს წინამძღვარმა ხაზი გაუსვა წამოწეული თემის განსაკუთრებულ აქტუალურობას, რადგანაც საქმე გვაქვს მსოფლიო პანდემიასთან , რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
«ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა- სულიერად და მასთან ერთად- ხორციელად იყო, არის და იქნება ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, ხაზი გაუსვა უწმინდესმა.– (...) ეკლესია ყოველთვის დიდ პატივს სცემდა მედიცინას, რომლის ფუძეა სიყვარულის მსახურება, მისი მიზანია ადამიანის ტანჯვის მოსპობა ან მისი შემსუბუქება’’.
მან შეგვახსენა, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია თითიეული ლიტურგიის დროს გულმხურვალედ ლოცულობს დასრულდეს პანდემია და ლოცულობს ექიმებზე, რომლებსაც საკუთარ თავზე აქვთ აღებული პანდემიის დაძლევის ძირითადი ტვირთი.
«კორუნავირუსული ინფექციის დასაძლევად გამართულ ბრძოლაში, საზოგადოებამ უნდა გაათვითცნობიეროს პანდემიის სულიერი მიზეზი, რა მოხდა. უფალი განსაცდელს გვიგზავნის არა ჩვენი კეთილი საქმეების გამო, არამედ ჩვენი ცოდვების გამო და მოგვიხმობს ვებრძოლოთ ცოდვებს მონანიებით. დღეს ყველა ჩვენთაგანისათვის აუცილებელია საკუთარ თავში ჩავიხედოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. ეს არის ჩვენთვის ახალი გამოცდა, რომელიც გვაფხიზლებს და გვაიძულებს სხვანაირად შევხედოთ ცხოვრებას, დავაფასოთ ის და შემდეგში მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება ისე, რომ ეს იყოს სასარგებლო არა მხოლოდ მიწიერ, არამედ ზეციურ ცხოვრებაშიც», – მოგვიწოდა უმე-ს წინამძღვარმა.
შეგახსენებთ, ადრე უწმინდესმა ონუფრემ თქვა, როგორ უნდა მივიღოთ მარადიული ცხოვრებისთვის ვაქცინა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.