საქმეთა მმართველი:სტამბულიდან შეძახილი არ შეარყევს უწმინდესისადმი სიყვარულს
უწმინდესი და უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი.ფოტო: news.church.ua
შეუძლებელია სტამბულიდან შეძახილმა შეარყიოს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს ავტორიტეტი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სიყვარული მის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩმა) თქვა Vesti.ua-თან ინტერვიუში.
კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ბოლოდროინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ ის არ განიხილავს უნეტარეს ონოფრეს როგორც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს და მხოლოდ „დროებით იტანს“ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, მიტროპოლიტმა ანტონმა თავის კომენტარში ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მილიონობით წევრის რეალობიდან ამოგდებას ვერ შეძლებს ვერავინ“.
„შეიძლება ჩვენ არ შეგვიმჩნიონ, იგნორირება გაგვიკეთონ, მაგრამ ჩვენი ამოგდება რეალობიდან შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია სტამბულიდან შეძახილმა შეარყიოს ჩვენი უნეტარესის ავტორიტეტი და ჩვენი მრევლის სიყვარული მის მიმართ, - დაამატა მან.
თუმცა, მიტროპოლიტ ანტონის აზრით, პატრიარქ ბართლომეს სიტყვებმა „შეიძლება დაადასტურონ ის, რომ ფანარი მხოლოდ ელოდება ხელსაყრელ პოლიტიკურ მომენტს ჩვენი ეკლესიის გასანადგურებლად <...> ახლა ხომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლა საგრძნობლად შემცირდა. ასე რომ, კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ეტყობა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღვრის „დროებით ატანა“ უწევს. სიტუაციის თავის სასარგებლოდ მოტრიალების პირველივე შემთხევამდე“.
შეგახსენებთ, ადრე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მოწოდება იყო ნეგატიური შედეგებისთვის მზადყოფნა, პირველ რიგში სულიერი, იმ შემთხვევაში, თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში შედგება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.