კათოლიკები შეშფოთდნენ წმინდა იანუარის არშემდგარი სასწაულის გამო ნეაპოლში

კათოლიკეებმა ვერ იხილეს მორიგი «სასწაული წმინდა იანუარისა». ფოტო: twitter.com
2020 წლის 16 დეკემბერს იტალიის კათოლიკებმა ვერ იხილეს წმინდა იანუარის მორიგი სასწაული და ამას ცუდ წინასწარმეტყველებად თვლიან. ამას იტყობინება Reuters.
ჩვეულებრივ სასწაული, რა დროსაც ჭურჭელში მშრალი ნივთიერება, რომელიც ითვლება ადრექრისტიანული წმინდანის სისხლად, თხელდება, ხდება წელიწადში სამჯერ: 19 სექტემბერს, 16 დეკემბერს და მაისის პირველ შაბათს.
კათოლიკებს სწამთ, რომ თუ ლოცვის შემდეგ სისხლი მშრალი დარჩება, ეს დიდი უბედურების მომასწავებელია. მაგალითად, ХХ საუკუნეში წმინდა იანუარის სასწაული არ მოხდა სამჯერ: 1939 წელს - მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, 1944-ში - ვეზუვის ამოფრქვევის წინ და 1980-ში - იტალიაში დიდი მიწისძვრის წინ, რომლის დროსაც დაიღუპა 3000-მდე ადამიანი. სასწაული აგრეთვე არ მოხდა 2016 წლის დეკემბერშიც.
ამ წელს, წმინდა იანუარის ხსოვნის დეკემბრის დღეს, ნივთიერება ჭურჭელში კვლავ მშრალი დარჩა, მიუხედავად რამდენიმესაათიანი დილის ლოცვისა და განსაკუთრებული მესისა დღის მეორე ნახევარში. თუმცა, რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა კრეშჩენციო სელემ მოუწოდა მორწმუნეებს არ მიეცენ სასოწარკვეთას, რადგან, მისი სიტყვებით, „თუ რამეს ჭირდება გალღვობა, ეს ადამიანთა გულებია“.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აკურთხა კაპიტალიზმის „გუშაგები“, რომ მოაგვარონ კაცობრიობის პრობლემები.
წაიკითხეთ ასევე
აზერბაიჯანის ელჩის მოწვევით გამართულ შეხვედრაზე მეგობრულ ურთიერთობებზე იმსჯელეს
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე.
25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს
ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.
პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
„სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული აღტაცებითა და ძმური პატივისცემით შესცქერის საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან, მამაც გზას“ — აღნიშნა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მილოცვაში.
მიტროპოლიტმა ნიკოლამ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოგზავნილ მილოცვაში მღვდელმთავარმა წმინდა ნინოს ღვაწლსა და ქართველი ერის მიერ საუკუნეების განმავლობაში სარწმუნოების შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება.
წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა
სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.
შემოქმედის ეპარქიის 36 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები მოქმედებს
სასულიერო პირები მოსწავლეებთან ერთად ზნეობრივ ღირებულებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობენ.