მედიამ აღწერა როგორ განახორციელა მეუ-მ შტურმი მიხალჩაში

უმე-ს წმინდა მიძინების ტაძარი მიხალჩაში.12.12.2020. ფოტო: ჩერნოვეცკის ეპარქიის საინფორმაციო განყოფილება.

2020 წლის ბოლოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მომხრეები ბუკოვინაში მიხვდნენ, რომ თავისი დანაშაულის გამო სასჯელის არ უნდა ეშინოდეთ და ახალი ძალებითა და ენერგიით შეუტიეს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმინდეებს. ჩერნოვიცკის ოლქის მიხალჩას წმინდა მიძინების ტაძრის შტურმის დეტალები და მისი წინამორბედი მოვლენების ანალიზი სპეც-პროექტში „დოზორ“ არხ „პირველი კაზაკის“ ჟურნალისტებმა აღწერეს.

„ჩერნოვიცკის ოლქში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევართა პროვოკაციები მზარდი ტემპით გრძელდებოდა მიმდინარე წლის მაისამდე, როცა სოფელ ზადუბროვკაში ეკლესიაზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა. ...> უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელსაც მათ მიერ მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის მიტაცების მცდელობით გამოწვეული რეზონანსის შეეშინდა, ბუკოვინაში მიყუჩება ამჯობინა, რათა ენახა, რით დასრულდებოდა ყველაფერი. როგორც უკვე შეგვიძლია კონსტანტირება, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ეს ამბავი საშინელი შედეგით არ დასრულებულა - სამართალდამცველები, რომლებმაც დამნაშავეთა დასჯის პირობა დადეს, არც კი შეეცადნენ რეიდერების დაკავებას. ხოლო იმ საქმეებს, რომლების აღძვრაც მაინც მოუხდათ, ხულიგნობის კვალიფიკაცია მიენიჭა. ხელისუფლებამ კი, თავის მხრივ, უარი არ თქვა თავის პრინციპზე, რომ არ ჩაერიოს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევართა უფლებების დარღვევის საქმეში და ამ უსამართლობასთან დაკავშირებით გაჩუმება ამჯობინა. რითაც რეიდერები წაახალისა. ამგვარად, 2020 წლის ბოლოსთვის, ეპიფანეს მომხრეები მიხვდნენ, რომ არც არაფრის უნდა ეშინოდეთ და პოლიცია, როგორც ადრეც ხდებოდა, დიდი ალბათობით, ყურადღებას არ მიაქცევს დანაშაულს. ხელისუფლება კი, მიტაცებას თავისი დუმილით მისცემს კურთხევას. ეს ნიშნავს, რომ შეუძლიათ, საქმეს ახალი ძალით და ენერგიით შეუდგნენ,“ - ნათქვამია სიუჟეტში.

გარდა ამისა, სიუჟეტის ავტორების განმარტებით, მიხალჩაში ტაძრის მიტაცება, რომელიც დეტალურად იყო დაგეგმილი, შესაძლოა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიდევ ერთ გამორჩეულ მოვლენასთან იყო დაკავშირებული - ფენერის იერარქის მიერ დედაქალაქის ანდრიას ეკლესიაში გამართულ ღვთისმსახურებასთან, რომელიც მეორე დღეს, 13 დეკემბერს შედგა.

„ზოგიერთი მოსაზრებით, სწორედ ამ მოვლენის წინ უნდა მომხდარიყო კიდევ ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის საზეიმო „გადასვლა“ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში. მიტაცება მართლაც მოხდებოდა, რომ არა ორი ფაქტორი: უკრაინის სპეციალური დანიშნულების პოლიციის ადეკვატური მუშაობა და მორწმუნეთა თვითორგანიზაცია, რომელიც ეპარქიაში უმაღლეს დონეზე იდგა. ...> სწორედ იმის წყალობით, რომ უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი მიხალჩაში უკვე 600 დღეზე მეტია თვალმოუხუჭავად იცავენ თავის სიწმინდეს და მამაცურად იბრძვიან თავისი ტაძრისთვის, ვერც შეიარაღებული რეიდერები, ვერც ხელისუფლების მიერ ამ რეიდერების დახმარება ვერ შეძლებს ნამდვილი ქრისტეს მებრძოლების გატეხვას,“ - აღნიშნეს სიუჟეტის ავტორებმა. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძარის შტურმის შემდეგ, პოლიციამ სისხლის სამართლის სამი საქმე აღძრა.

როგორც მჟკ იუწყება,მიხარჩაში უმე-ს ეკლესიაზე შტურმის შემდეგ პოლიციამ სამი საქმის განხილვა დაიწყო.

წაიკითხეთ ასევე

ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.