ივანკოვოში მეუ-ს ტაძრის ხელში ჩაგდების სქემის შესახებ - ადვოკატი
წმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია სოფ. ივანკოვოში. ფოტო: news.church.ua
კიევის რეგიონის ქალაქური ტიპის სოფელ ივანკოვოში, აქტიურად აგრძელებენ მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (კანონიკური)) წმინდა ღვთისმშობლის ტაძრის შენობაზე რეიდერული თავდახსმისთვის მზადებას, - განაცხადა საკუთარ Telegram-არხზე საადვოკატო გაერთიანების „მოგილნიცკი და პარტნიორები“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მაქსიმ მოგილნიცკიმ, რომელიც კანონიკური ეკლესიის რელიგიური გაერთიანების იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
ადვოკატის თქმით, „სქემაში ჩაბმულნი არიან სოფლის ადგილობრივი საბჭოს დეპუტატებიც, კიევის სამხარეოც, რაიონული ადმინისტრაციაც და „პატრიოტული“ მიზნებით სოფელ-სოფელ მოხეტიალე კოლექტივიც.
ამდენად, დააზუსტა მან, კიევის სამხარეო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოჩნდა შეტყობონება, რომ სოფ. ივანკოვოში მეუ(კ)-ს რელიგიურმა გაერთიანებამ თითქოს დაიწყო „კანონიკურ და ორგანიზაციულ საკითხებში დაქვემდებარებულობის პროცედურის შეცვლა.“
„თქმა რად უნდა - იმ გაერთიანებას დაქვემდებარებულობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. - აღნიშნა მოგილნიცკიმ. - რეალურად ყველაფერი ოდნავ განსხვავებულად იყო. სოფლის საბჭომ გადაიხადა ქირა იმ შენობისთვის, რომელშიც ყველა სხვა დანარჩენთან ერთად შევიდნენ სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი პოლიციელები და კიევის საპატრიარქოს რელიგიური გაერთიანების ერთბაშად სამი ხელმძღვანელი. უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი კი, იქ საერთოდ არ ყოფილა. მეუ(კ)-ს მღვდელი, რომელსაც ასევე სურდა შენობაში შესვლა დაცვამ არ შეუშვა“.
საბოლოოდ გაირკვა, დაამატა მან, რომ „თვითმარქვიებმა, გაერთაინების (რელიგიური კავშირის) მეუ-ს დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ, ყალბი გადაწყვეტილება მიიღეს“.
მოგილნიცკიმ გაიხსენა: კანონის მოთხოვნების თანახმად, თუ მიიღება გადაწყვეტილება დაქვემდებარების შეცვლის შესახებ, შესაბამისი ინფორმაცია რეგიონულ და სახელმწიფო ადმინისტრაციას „შეუძლია და ვალდებულია გადასცეს სწორედ რელიგიურმა გაერთიანებამ“.
„მაგრამ მეუ(კ)-ს ივანოვსკის რელიგიურ გაერთიანებას მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. გამოდის, რომ რეგიონული ადმინისტრაციისთვისაც ამის შესახებ არავის შეეძლო ეცნობებინა. მაგრამ ვიღაცამ ხომ აცნობა! ეს იყო ივანოვსკის რაიონული ადმინისტრაცია. კანონი, რასაკვირველია მსგავს ქმედებებს არ ითვალისწინებს, მაგრამ ასეთი წვრილმანები ჩინოვნიკებს სულ უფრო და უფრო იშვიათად აფერხებს. სხვათა შორის, სოფლის ამ თვითშემოქმედებით არავინ შეცბუნებულა კიევის რეგიონალურ ადმინისტრაციაშიც. ასე აღმოჩნდა ცრუ ინფორმაცია მათ ოფიციალურ საიტზე. ...> სახელმწიფო ორგანოების და საეჭვო „აქტივისტების“ აი ასეთი მშვენიენი თანამშრომლობის წყალობით, ტაძრები უკანონოდ ვარდება გაუმაძღარი თვითმარქვიების ხელში“, - განაცხადა ადვოკატმა, რომელიც მეუ(კ)-ს რელიგიური გაერთიანების ინტერესებს წარმოადგენს.
მაკსიმ მოგილნიცკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს სიტორია მეუ(კ)-თვის შეიძლება ისე შემოტრიალდეს, რომ მას შეეზღუდოს საკუთრების უფლება ტაძრის შენობაზე, „რადგან რეიდერები რწმენისგან უსაშველოდ შორს არიან. მათ ხომ მხოლოდ მატერიალური სარგებელი იზიდავთ“.
თუმცა, დააზუსტა მან, ყველა მონაწილის გვარი ცნობილია, და „ჩვენ მივაღწევთ, რომ თავიანთი დანაშაულებებისთვის სასჯელი ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე მიიღონ.“
ადრე მჟკ წერდა, რომ ივანკოვოში, საიდუმლოდ ცდილობენ მეუ(კ)-ს გაერთიანება დაარეგისტრირონ მეუ-ს დაქვემდებარებაში.
წაიკითხეთ ასევე
ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.
ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა
შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.