მსოფლიოს ხალხები უნდა გაერთიანდნენ და უკრაინაში ომი გააჩერონ, - კვიპროსის იერარქი

კიკიის მიტროპოლიტი ნიკიფორე. ფოტო: romfea.gr

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის კიკიის მიტროპოლიტი ნიკიფორე თვლის, რომ ყველა ხალხი უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი გააჩეროს.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებაში (ახალი სტილით 8 სექტემბერი) მიტროპოლიტმა ნიკიფორემ გააკრიტიკა „დიდი მორალური კრახი, გამოწვეული თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ცივილიზაციით, რომელიც გაშმაგებით ანგრევს ყველანაირ სულიერ მისწრაფებას და მეტაფიზიკურ მოუსვენრობას“.

ყველაფერი ეს, ამბობს მიტროპოლიტი, იწვევს იმას, რომ ადამიანს არ აინტერესებს მარადისობა, იმიტომ რომ არ სჯერა მისი.

„სწორედ ამიტომ ჩვენ ვცხოვრობთ დაუცველ საზოგადოებაში, სადაც სუფევს უნდობლობა, მერყეობა და მუდამ მზარდი ძალადობა. ჩვენს დროში ომი სამწუხარო ხვედრად გვექცა და სიკვდილის აჩრდილი მძიმედ აწვება ყველა ჩვენგანის სულებს“, - თქვა მეუფემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ „დღესდღეობით მრავალი ხალხი  შიშით კანკალებს და  ძმათამკვლელი ომის სისხლის მორევში იხრჩობა“, მაგრამ კაცობრიობა მსოფლიო მაშტაბით სირაქლემის მსგავსად იქცევა, „თვალს ხუჭავს საფრთხეზე და ისე იქცევა, თითქოს საფრთხე არ არსებობს“.

„ამასთანავე, ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ახალი გეოპოლიტიკური, გეოსტარატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესები ცვლიან მსოფლიოს სახეს და გლობალური ბირთვული ომის საფრთხეს იწვევენ, აუცილებელია დედამიწის ყველა ხალხის გლობალური მობილიზება, რომ შეჩერდეს უკრაინაში მიმდინარე ომი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ახლა ილუზიების დრო არ არის“ და „დედამიწის ყველა ხალხი უნდა გაერთიანდეს მსოფლიო პაციფისტურ მოძრაობაში, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და დაამყარონ მშვიდობა მთელ მსოფლიოში“.

„რადგან მხოლოდ მშვიდობა კონსოლიდირებული და სტაბილური ფორმით გაანთავისუფლებს თანამედროვე ადამიანს სიკვდილის შიშისგან“, - დაამატა მან და მოუწოდა ყველა ადამიანს, რომ საქმით იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, როგორც ამას გვასწავლის უფალი თავის ქადაგებაში მთაზე: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ, ალექსეი არესტოვიჩის სიტყვებით, რომის პაპისთვის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გამართლებულია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.