უმე-მ უარყო კამენკას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მეუ-ში გადაყვანა
წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლის კანონიერი კრება, სადაც მათ ერთგულება გამოუცხადეს უმე-ს. ფოტო: СПЖ
მედიის ცნობები კამენკას უმე-ის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მეუ-ში „გადასვლის“ შესახებ სიცრუე და პროვოკაციაა“, - განუცხადა მჟკ-ს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გეორგი პოგრანიჩნიმ.
„ხალხი, რომელიც 24 აგვისტოს ქალაქის პარკში ნიკოლაევის თემის სახელით შეიკრიბა, ჩვენთან საერთო არაფერი აქვთ“, - თქვა მღვდელმა. - რეგისტრირებული 120 კაციდან ქალაქში ცხოვრობს მხოლოდ 20. ამ 20-დან, რამდენიმე მეუ-ს მხარდამჭერია, სხვები პროტესტანტები არიან. დანარჩენი ყველა სხვა დასახლებიდან ავტობუსით ჩამოიყვანეს, კამენკას მაცხოვრებლებიც კი არ არიან“.
ამავდროულად, სანამ პარკში ყალბი შეხვედრა იმართებოდა, რელიგიური საზოგადოება შეიკრიბა თავად ტაძარში, სადაც მათ ერთხმად გადაწყვიტეს უნეტარესი ონუფრის და მეუ-ს ერთგული დარჩნენ. სხდომის ოქმში 173 ხელმოწერაა.
მღვდლის თქმით, მან ოქმები სამხარეო ადმინისტრაციაში, კულტურის დეპარტამენტის უფროსსა და სახელმწიფო რეგისტრატორთან წაიღო. უკანონო შეკრების ჩატარებისა და საბუთების გაყალბების შესახებ განცხადება დაიწერა პოლიციაშიც.
მამა გიორგიის თქმით, ხელისუფლების მხრიდან უკანონო შეხვედრის ინიციატორები იყვნენ კამენეცის საბჭოს დეპუტატი კლიმენკო ნატალია, მეუ-ს მრევლი და ჩერკასის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ვორონოვი პარტიიდან ,,სვობოდა’’. მეუ-ს მხრივ, ბოგუსლავსკის "არქიეპისკოპოსი" ალექსანდრე რეშეტნიაკი აქტიურად მუშაობს, რათა ტაძარი წაართვას უმე-ს.
მჟკ წერდა, რომ ჩერკასში, აქტივისტებმა ტაძარი მეუ-ში გადაიყვანეს.
წაიკითხეთ ასევე
ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.
ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა
შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.