SBU უნეტარესისადმი მიმართვაზე ხელმოწერის აგიტაციას ეწევა

SBU-ს თანამშრომლები ტაძართან ეწევიან აგიტაცია. ფოტო: пресс-служба СБУ

SBU ახორციელებს ზეწოლას მღვდლებზე, რათა ხელი მოაწერონ მიმართვას უნეტარესი ონუფრისადმი კრების მოწვევის მოთხოვნით“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ფეოდოსიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც გამოქვეყნდა ჩერკასის ეპარქიის YouTube არხზე.

„წმინდა უფლისწული ვლადიმირის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე და დღემდე, ადამიანები, რომლებიც თავს SBU-ს თანამშრომლებად წარადგენენ, სტუმრობენ ჩვენს მღვდლებს როგორც ჩერკასში, ასევე რეგიონში, ესაუბრებიან მათ, ზოგიერთს იბარებენ განყოფილებაში“, - ამბობს ეპისკოპოსი. „ისინი კითხულობენ: „რატომ არ აწერთ ხელს საინიციატივო ჯგუფის მიმართვას უნეტარესისადმი, საბჭოს დაჩქარებით გამართვის შესახებ?

მისი თქმით, თუ მღვდლები უარს იტყვიან ხელმოწერაზე, მათზე ზეწოლა მოხდება. SBU-ს თანამშრომლები გამოთქვამენ სინანულს, რომ ეპარქიის 200 მღვდელმსახურიდან მხოლოდ რამდენიმე დათანხმდა მიმართვისთვის ხელმოწერას.

„ისინი განაწყენებული არიან, რომ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ეკლესიის წინამძღვართან ვერ მოხვდნენ. უცნაურად არ გეჩვენებათ, - კითხულობს იერარქი, - რომ სასულიერო პირები არ მივიდნენ კრებაზე, მაგრამ განაწყენებული და გაღიზიანებული არიან SBU-ში?

მიტროპოლიტმა ფეოდოსიმ ასევე განაცხადა, რომ SBU-ს თანამშრომლებმა იმ პირთა  კონტაქტები ითხოვეს, ვინც ხელი მოაწერა მიმართვას.

”რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივეცით მათი კონტაქტები”, - ამბობს ეპისკოპოსი. მაგრამ, მისი აზრით, უშიშროების ძალებს მათი სხვაგან შოვნა არ გაუჭირდებათ. მას მიაჩნია, რომ მსგავსი კონტაქტები "პირველი ნაბიჯია თანამშრომლობისკენ".

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მიმართვის ხელშემწყობი ხალხი იგივეა, ვინც სასულიერო პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს აყალბებს, ჩრდილს აყენებს მათ რეპუტაციას და ა.შ.

”ეს იგივე ხალხია, რომლებიც დევნიან არა მხოლოდ ჩერკასის ეპარქიას, არამედ მთელს უმე-ს”, - ამბობს მიტროპოლიტი.

ამასთან, მას არ მიაჩნია, რომ ყველა ხელმომწერი „ეკლესიის მტრების წისქვილზე“ ასხამს წყალს. მისი თქმით, ბევრ მათგანს იცნობს და ღირსეულ მწყემსებად თვლის. მაგრამ ამავე დროს, მათ არ გააჩნიათ უნარი განჭვრიტონ რა მოჰყვება მათ ქმედებებს.

მანამდე მჟკ წერდა, რომ საქმეთამმართველის თქმით, უმე-ში არ აქვთ უფლება ღვთისგან მინდობილ ადამიანებს სქიზმისკენ უბიძგონ.

წაიკითხეთ ასევე

ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.