რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მოსკოვში ვატიკანის მომლაპარაკებელი მიიღო

პატრიარქი კირილი და მატეო ძუპა. ფოტო: Известия

პატრიარქი კირილი და მატეო ძუპა. ფოტო: Известия

2023 წლის 29 ივნისს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა წმინდა დანიელის მონასტერში მიიღო ვატიკანის „მშვიდობისმყოფელი დელეგაციის“ ხელმძღვანელი კარდინალი მატეო ძუპა, იუწყება ტელეგრამის არხი „იზვესტი“.

„ძალიან მიხარია, რომ მოსკოვში ჩამოხვედით ძმების თანხლებით, რომლებსაც კარგად ვიცნობ“, მიესალმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კარდინალს და განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აფასებს რომის პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებას ძუპას მოსკოვში გაგზავნის შესახებ.

მანამდე მჟკ-მ დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძუპას უმასპინძლა კიევში. როგორც ზელენსკიმ დაწერა, მხარეებმა „განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება და ჰუმანიტარული თანამშრომლობა უკრაინის სამშვიდობო მისიის განხორციელების ფარგლებში“. პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ ერთობლივმა ძალისხმევამ, დიპლომატიურმა იზოლაციამ და რუსეთზე ზეწოლამ შეიძლება გავლენა მოახდინოს აგრესორზე, რომ უკრაინის მიწაზე სამართლიანი მშვიდობა დამყარდეს“.

25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს

ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.

პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა

„სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული აღტაცებითა და ძმური პატივისცემით შესცქერის საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან, მამაც გზას“ — აღნიშნა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მილოცვაში.

მიტროპოლიტმა ნიკოლამ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოგზავნილ მილოცვაში მღვდელმთავარმა წმინდა ნინოს ღვაწლსა და ქართველი ერის მიერ საუკუნეების განმავლობაში სარწმუნოების შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება.

წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა

სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.

შემოქმედის ეპარქიის 36 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები მოქმედებს

სასულიერო პირები მოსწავლეებთან ერთად ზნეობრივ ღირებულებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობენ.

ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ათონის მთაზე პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი ათონის მთაზე 24 ოქტომბრამდე დარჩება, მთავარი გაჩერება კი ზოგრაფის მონასტერი იქნება.