აშშ-ს კათოლიკურ ტაძარში „სიამაყის მესა“ ჩატარდა

ვაშინგტონის წმინდა სამების ტაძარში ჩატარდა ,,სიამაყის მესა''. ფოტო: CNA

2023 წლის 15 ივნისს ვაშინგტონის წმინდა სამების კათოლიკურ ტაძარში ჩატარდა „სიამაყის მესა“, რომელიც ლგბტ წევრებისთვის ლოცვას მიეძღვნა, - იუწყება გამომცემლობა CNA.

ამ ტაძარს მაღალი სტატუსი გააჩნია, ვინაიდან იქ მსახურებებზე სახელმწიფოს პირველი პირები დადიან. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ 11 ივნისს მესას ჯონ ბაიდენი და ნენსი პელოსი ესწრებოდნენ.

სამრევლოს მღვდლის კევინ გილესლის განცხადების თანახმად, მესა „ჩვენი სამრევლოს მისიის გამოხატვა იყო - ერთმანეთს მხარში დავუდგეთ ქრისტეში, ღვთის სიყვარული ვიზეიმოთ და ცხოვრება გადავასხვაფეროთ“.

„ჰომომესას“ 250-მდე ადამიანი დაესწრო. მათ ხელში ლგბტ დროშები ეჭირათ, რომლებიც  ეკლესიის შიგნით მაგიდიდან აიღეს. პროგრამებში, რომლებსაც ვოლონტიორები არიგებდნენ, აგრეთვე დროშის გამოსახულებები იყო, „რომელიც ჰომოსექსუალური და ტრანსგენდერული „სიამაყის“ სიმბოლოს წარმოადგენს“.

ღონისძიების დროს ეკლესიასთან ღამისთევის ლოცვისთვის 20-კაციანი ჯგუფი შეიკრიბა და ისინი „ლგბტ მესის“ წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდენენ.  მათ შორის იყვნენ კათოლიკური ჯგუფების „ამერიკის ტრადიცია, ოჯახი და საკუთრება“ და „ამერიკა ფატიმეს საჭიროებს“ წევრები.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის იერარქებმა აშშ-ს ტაძარში ლგბტ-ს დროშების ქვეშ ლიტურგია ჩაატარეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.