აშშ-ში ფანარის იერარქებმა ტაძარში ლიტურგია ლგბტ დროშების ქვეშ აღავლინეს
ლგბტ დროშა ფანარის საეპისკოპოსო ტრაძარში, რომელიც მდებარეობს აშშ-ში. ფოტო: helleniscope.com
2023 წლის 10 ივნისს აშშ-ში ფანარიოტების საეპისკოპოსოს წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფორმა, წირვა აღავლინა მანჰეტენის აშშ-ს საეპისკოპოსო ეკლესიის წმიდა მოციქულ ბართლომეოს ტაძარში.
წირვა, რომელიც პატრიარქ ბართლომეს სახელობის დღეს დაემთხვა, ტაძარში გაიმართა, სადაც ლგბტ თემის დროშაა დაკიდებული.
ამავდროულად, ამერიკული გამოცემა helleniscope.com აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ ტაძარში "ჩვეულებრივი" ლგბტ დროშა შეიცვალა ახლით, რომელსაც ჰქვია All Inclusive, Intersex Progress Pride Flag ან All inclusive Pride Flag და ასევე მიუთითებს ტრანსგენდერზე.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ში ფანარის საეპისკოპოსოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე მორწმუნეები პრაქტიკულად არ ჩანან, მთავარეპისკოპოსი ელპიდოფორე კი გამოსახულია „დაღლილი, ჩაბნელებული და სევდიანი სახით“.
შეერთებულ შტატებში ფანარის საეპისკოპოსოს წინამძღვრის ცუდი განწყობა, helleniscope.com-ის ცნობით, განპირობებულია იმით, რომ ერთ-ერთმა მგალობელმა ელ.წერილი გაუგზავნა დანარჩენ მგალობლებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის „არ მოვა საღამოს წირვაზე გეი დროშისა და ამ ეკლესიის მიერ ამაზრზენი პროპაგანდის გამოვლინების გამო, განსაკუთრებით წმინდა ჯვრის ირგვლივ გეი დროშის გამო“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ამერიკის საეპისკოპოსო ეკლესიამ მონაწილეობა მიიღო ლგბტ ,,სიამაყის თვეში’’.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.