ეკლესია გადაურჩა დიოკლეტიანეს და ხრუშჩოვს, ჩვენც გადავურჩებით ტკაჩენკოსაც, - ეპისკოპოსი

ბელოგოროდის მთავარეპისკოპოსი სილვესტერი. ფოტო: news.church.ua

მიუხედავად ყველა მცდელობისა, ხელისუფლება ვერ შეძლებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურებას. ამის შესახებ კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ბელოგოროდის მთავარეპისკოპოსმა სილვესტერმა ბერძენ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ხელისუფლებამ აიღო კურსი, ტოტალური განადგურებისთვის თუ არა, უმე-ის მაქსიმალური შესუსტებისთვის“.

„არ ვიცი, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს სახელმწიფო, მითუმეტეს, თუ დასავლეთის რეაქცია არ იქნება იმაზე, რაც ხდება უკრაინაში რელიგიურ სფეროში. მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სრული აკრძალვისა და ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი, ჩვენ არსად წავალთ, რადგან ხალხი ჩვენ გამოგვყვება“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

„თავის ხანგრძლივ ისტორიაში ეკლესია გადაურჩა დიოკლეტიანეს, ოსმალეთის უღელს, სტალინურ რეჟიმს და ხრუშჩოვის დევნას - როგორმე გადავურჩებით მინისტრ ტკაჩენკოსაც“, - ხაზგასმით აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა.

როგორც მჟკ წერდა, მთავარეპისკოპოსმა სილვესტერმა თქვა, რომ ბევრი მორწმუნე განწყობილია კიევ-პეჩორის ლავრის ბოლომდე დასაცავად.

წაიკითხეთ ასევე

ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.