კულტურის სამინისტრომ უარყო „საძმოს“ მებრძოლთა პანაშვიდის ლავრაში გადახდა

კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი. ფოტო: wikipedia.org

უკრაინის კულტურის სამინისტრომ უარი არ თქვა, მაგრამ არც გასცა ნებართვა ბრაიანსკის მახლობლად დაღუპულ "ძმებს" პანაშვიდი კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარში გადაუხადონ. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„7 მარტს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაღუპულთა პანაშვიდის გადახდაზე უარი არ უთქვამს. ინფორმაცია, რომელიც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ...> 6 მარტის 23:56 საათისთვის, კულტურის სამინისტროს  მიმართ არანაირი მიმართვა არ ყოფილა მეუ-დან ან რომელიმე სხვა რელიგიური თემიდან. აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტროს არც უარყვია და არც თანხმობა უთქვამს რამეზე“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

ამავდროულად, საძმოს ხელმძღვანელმა დიმიტრი კორჩინსკიმ თავის ფეისბუქზე განაცხადა, რომ მეუ-ს ხელმძღვანელმა ეპიფანე დუმენკომ პირადად მიმართა ტკაჩენკოს მიძინების ტაძრის გახსნის თხოვნით.

ამავდროულად, კორჩინსკიმ განმარტა, თუ რატომ უნდა გადაუხადონ პანაშვიდი დაღუპულ დივერსანტებს ლავრაში: ”სრულმასშტაბიან შემოჭრამდეც კი, ბიჭები მონაწილეობდნენ ათობით საჯარო აქციაში უმე ფსბ-სგან ლავრის განთავისუფლებისთვის. ამიტომაც პანაშვიდი უნდა გადაუხადონ ლავრაში“.

კორჩინსკი უარყოფს კულტურის სამინისტროს არგუმენტებს, რომ ეკლესიები იხსნება მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნით: „ ცოტა ხნის წინ, სატრაპეზო ეკლესიაში გაიმართა ,,კაზაკი ხორის’’ კონცერტი, რომელიც ცნობილი მუსიკალური ჯგუფია, მაგრამ არ წარმოადგენს რელიგიურ საზოგადოებას. ხოლო სამხედროებისთვის პანაშვიდის გადახდაზე უარი თქვით, რომლის მიზეზი მხოლოდ ერთია - თქვენთვის და თქვენი მინისტრისთვის სულერთია დაღუპული გმირები.

როგორც მჟკ იტყობინება, დიმიტრი კორჩინსკიმ განაცხადა, რომ ლავრას მიძინების ტაძარი გაიხსნება ბრაიანსკთან დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვის დღეს.

წაიკითხეთ ასევე

ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.