შოლცი: ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ფოტო: bild.de

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, უკრაინამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს, იუწყება Bild am Sonntag.

შოლცმა, ევროკავშირში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კომენტირებისას, განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ყველა სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა შეასრულოს კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კრიტერიუმები.

გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ „ძლიერი სიგნალი“ იყო ის, რომ 2022 წლის ზაფხულში „ჩვენ გავხადეთ მოლდოვა და უკრაინა კანდიდატ ქვეყნებად“.

ამასთან, მისი თქმით, „თითოეული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებელ კრიტერიუმებს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი – ეს ეხება კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და კორუფციასთან ბრძოლას“.

ჟურნალისტის კითხვაზე, იზრდება თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შანსი ომის გამო, ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნები „ყველასთვის საერთოა“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ უფლებადამცველი ვიქტორია კოხანოვსკაიას თქმით, უმე-ის აკრძალვის კანონი გახდება, კანონი ყველა უკრაინელის წინააღმდეგ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.