მეუ-ს „სინოდმა“ მოუწოდა ხელისუფლებას აკრძალოს უმე

მეუ-ს ,,სინოდის'' კრება. ფოტო: pomisna.info
მეუ-ს „სინოდმა“ უკრაინის ხელისუფლებას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვის მოწოდებით მიმართა. შესაბამისი განცხადება უმე-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მეუ მხარს უჭერს აგრესორი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი რელიგიური ორგანიზაციის საკანონმდებლო აკრძალვის დაწესების აუცილებლობას. ასეთი აკრძალვა არ ეხება რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციულ და სამართლებრივ საკითხებს“, - ნათქვამია ტექსტში.
მეუ-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეზღუდვების შემოღება აუცილებელია უკრაინის მოქალაქეებისა და რელიგიური ორგანიზაციების დასაცავად "აგრესორის მიერ დანაშაულებრივი მიზნებისთვის მათი გამოყენებისგან".
„სინოდმა“ განაცხადა, რომ „რელიგიური ექსპერტიზის მიხედვით, რელიგიური გაერთიანება „უმე“ რეალურად რჩება რმე-ის შემადგენლობაში“.
ამასთან დაკავშირებით, მეუ-მ მოუწოდა ხელისუფლებას „განაგრძონ მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების დაცვას რელიგიურ სფეროში, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაგებით მოეკიდონ უკრაინის მიერ რუსეთის ჰიბრიდული აგრესიის წინააღმდეგ გატარებულ ზომებს“.
როგორც მჟკ იტყობინება, უმე-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიკერძოებულმა პირებმა ჩაატარეს მოსკოვთან უმე-ის ურთიერთობების შემოწმება და მათი დასკვნები არ შეესაბამება რეალობას.
მჟკ ასევე იტყობინება, რომ სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის ექსპერტიზამ უმე-ს უწოდა "რმე-ის სტრუქტურული ქვედანაყოფი".
წაიკითხეთ ასევე
25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს
ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.
პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
„სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული აღტაცებითა და ძმური პატივისცემით შესცქერის საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან, მამაც გზას“ — აღნიშნა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მილოცვაში.
მიტროპოლიტმა ნიკოლამ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოგზავნილ მილოცვაში მღვდელმთავარმა წმინდა ნინოს ღვაწლსა და ქართველი ერის მიერ საუკუნეების განმავლობაში სარწმუნოების შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება.
წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა
სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.
შემოქმედის ეპარქიის 36 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები მოქმედებს
სასულიერო პირები მოსწავლეებთან ერთად ზნეობრივ ღირებულებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობენ.
ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ათონის მთაზე პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი ათონის მთაზე 24 ოქტომბრამდე დარჩება, მთავარი გაჩერება კი ზოგრაფის მონასტერი იქნება.