მიტროპოლიტმა ანდრიამ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია საღმრთო ლიტურგიაზე. ფოტო: ეპარქიის გვერდი
19 ოქტომბერს, კვირას, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ თხოთის მთის წმინდა ნინოს ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა. ღონისძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან 2026 წელს საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი სრულდება.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, თხოთის მთის წმინდა ნინოს ტაძარში ყოველკვირეული ღვთისმსახურებები გაიმართება. მათ შესრულებაში მონაწილეობას მიიღებენ გორისა და ატენის, ასევე სამთავისისა და კასპის ეპარქიების სასულიერო პირები.
ეპარქიის ინფორმაციით, რეგულარული საღვთო მსახურების მიზანია მრევლის სულისკვეთების განმტკიცება და ღირშესანიშნავი თარიღის ღირსეულად აღნიშვნა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თელავში საპატრიარქოსა და შალვა ამონაშვილის აკადემიის ერთობლივი სემინარი გაიმართა.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.